სამშაბათი, მაისი 13, 2025

ისრაელთან დაკავშირებით ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია facebook გვერდზე მის მიერ ისრაელთან დაკავშირებით დაწერილ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

„მეგობრებო, ისრაელსა და პალესტინას შორის განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, შეგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას მხოლოდ რამდენიმე (!) წინასწარმეტყველებას ისრაელის შესახებ.

ეს წინასწარმეტყველებები 1992 წლიდანაა ჩაწერილი და გამოქვეყნებული როგორც გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე სხვადასხვა წლებში და ენებზე გამოცემულ მის წიგნებში  „ახალი სიტყვა“.

1992 წელი, 22 მარტი

ისრაელში ომი გრძელდება. მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს. ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ხდება განხეთქილება, მაგრამ ღმერთი არ წირავს ისრაელის შვილებს.

1993 წელი, 20 აპრილი

ისრაელს ელის ძალიან მძიმე პერიოდი. ძალიან გაუჭირდება, ცეცხლოვან ბურთში მოექცევა…

1996 წელი, 26 მაისი

ისრაელი არ არის პალესტინა. არ არსებობს! იერუსალიმი და გოლანის მაღლობები ეკუთვნით ებრაელებს. არაბები განიდევნებიან.

1998 წელი, 18 ნოემბერი ისრაელმა არ უნდა დათმოს თავისი მიწები!

ებრაელები და არაბები ვერ მორიგდებიან, არის სიკვდილები და დივერსიები.

საერთო ჯამში, ისრაელი დიდ სირთულეებს გადაიტანს, მაგრამ გამარჯვებული გამოვა ამ ომებიდან. ვხედავ, დღეს დაბრუნებულ ოკუპირებულ მიწებზე მომავალში ებრაელები აშენებენ ისევ და ცხოვრობენ — ამ ტერიტორიებს საშვილიშვილოდ იბრუნებენ.

1998 წელი, 18 დეკემბერი

ამერიკელ სამხედროებს, ჯარს ვხედავ ისრაელის ტერიტორიაზე. იხსნება საიდუმლო, მიწაში ჩამარხული ბაზები. ეს რაკეტებია (ყოველთვის მიჭირს იარაღის ამოცნობა). ცეცხლოვანი ნაკადი მიედინება მუსლიმებისკენ, ყველაფერი იწვის.

1992 წლის წინასწარმეტყველებაში აღვნიშნე: „ისრაელი მოემწყვდევა ცეცხლოვან ბურთში. იგი რჩება ღმერთის ანაბარა“. ჰოდა, მართლაც ღმერთი უშველის ისრაელს.

<…>

ვხედავ, ბომბები ფეთქდება, ყველგან ისვრიან, ცაც ცეცხლიანია და ირგვლივაც ცეცხლია. ისრაელის დატოვება ბევრს მოუწევს დროებით, მაგრამ ისრაელთ არ უნდა ეშინოდეთ!

1998 წელი, 19 დეკემბერი

დიდი ომი გაჩაღდება, მაგრამ მუსლიმნი ვერ გაარღვევენ იმ დაცვით რკალს, რომელიც ღმერთისაგანაა შემოვლებული ისრაელის თავზე.

მუსლიმები ვერ შეაღწევენ ისრაელში, ისინი ვერ აიღებენ და ვერ შეურაცხყოფენ ქრისტეს ადგილსამყოფელს.

ისრაელი დიდ მორალურ დარტყმას მიიღებს, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ ნათქვამ სიტყვებს: ღმერთი არ გაწირავს ისრაელის შვილებს!

პირიქით, ღაზის სექტორიდან მუსლიმებს გაყრიან, დაიბრუნებენ საკუთარ მიწებს და დაიწყება მშენებლობები. ვხედავ, მომავალში ხალხი თავის ადგილს უბრუნდება.

2008 წელი, 23 დეკემბერი

ისრაელი იკანონებს ტერიტორიებს. ომი შეწყდება, ზავი დაიდება მუსლიმებთან. ღაზის სექტორი არ იარსებებს. იქ ებრაელებს ვხედავ.

2009 წელი, 8 იანვარი

ვხედავ, ისრაელი პალესტინაში საკუთარ პროგრამას ბოლომდე მიიყვანს, სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს. ევროპა და ამერიკა კი მოლაპარაკებებს იმდენ ხანს გაწელავენ, რამდენი ხანიც ისრაელს სჭირდება „კრაზანების ბუდის“ დასანგრევად, ანუ ტერორისტების გასანადგურებლად. ამ ოპერაციას ყველა მიესალმება. ბოლოს და ბოლოს, თავგასული ტერორისტები, რომლებიც რუსულ რაკეტებს უკვე ისრაელის ქალაქებს უშენენ, აღარ იარსებებენ. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!

ვხედავ, თუ მუსლიმური ქვეყნები ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან, მაშინ ამერიკაც გააქტიურდება და დაიწყება დიდი ომები, რომელიც ოცი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე.

დღეს კი ვხედავ, დიდი ომები იწყება, ანუ ოცი წლის წინ დანახული წინასწარმეტყველებები სრულდება: მსოფლიო იძაბება, ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოემწყვდევა და ღმერთის ანაბარა რჩება. და ღმერთი უშველის ისრაელის შვილებს!!!

2009 წელი, 9 იანვარი

რუსეთის პრეზიდენტი დიდად კმაყოფილია იმით, რაც ისრაელში ხდება. რუსებისგან ნაყიდი იარაღით აფეთქებენ მუსლიმები ისრაელის ქალაქებს, მაგრამ ვხედავ, ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, თუნდაც მთელი მუსლიმური სამყარო შეებრძოლოს!

2011 წელი, 20 აპრილი

ისრაელი რთულ მდგომარეობაშია. თუმცა ვხედავ, რომ ისრაელი უკან არ დაიხევს. დიდი სიფრთხილე მართებთ მუსლიმებს, ვინაიდან ვხედავ, ისრაელი ბირთვული ბომბის სროლასაც არ მოერიდება.

დიახ, ეს მკაფიოდ ჩანდა ადრეც და ჩანს დღესაც. ფრთხილად!

ისრაელი მუსლიმებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს, არავის და არაფერს არ მოერიდება, ყველა იარაღს გამოიყენებს, არ ახსოვს არც ომის კანონები და არც დემოკრატიული გადაწყვეტილებები. პალესტინას სასტიკად გაუსწორდებიან, მიწის პირისგან აღგვიან, არავის ინდობენ, ვინაიდან არც ებრაელებს ინდობს ვინმე.

2012 წელი, 14 თებერვალი

გეოპოლიტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგალითად, ისრაელის შემთხვევაში, რომელიც ძალიან საშიშ ზონაში მდებარეობს. ისრაელი მტრულად განწყობილი ქვეყნების რკალშია მოქცეული. კიდევ კარგი, რომ ეს მიწა იესოს სამშობლოა, რითაც ისრაელი დაცულია — ქრისტიანული სახელმწიფოები არავის არ მისცემენ ამ ადგილების განადგურების უფლებას.

ამ მიწებზე ყოველთვის იყო ბრძოლები, მაგრამ ყოველთვის უფლის ძალა იმარჯვებდა. ყველა ომი, რომელიც კი წამოიწყება ისრაელის მიწაზე, მოწინააღმდეგის დამარცხებით დამთავრდება! ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც.

ამ ადგილს დიდი ენერგიები იცავს კოსმოსიდან. აქ დაიბადა უფალი, ამ წერტილიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა და ამ წმინდა ადგილების შეხება  საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.

ვიმეორებ: ისრაელის სახელმწიფოს სწორედ ეს სიწმინდეები იცავს განადგურებისგან და თუკი მას საშიშროება დაემუქრება, მთელი საქრისტიანო აღსდგება უფლის მიწის დასაცავად. ასე რომ, ფრთხილად!!!

2013 წელი, 15 თებერვალი

ებრაელები არავის არაფერს შეარჩენენ, რა თქმა უნდა, არც პალესტინას დაუთმობენ არაფერს. ებრაელები მომავალში ყველანაირ შეტევას გაუძლებენ, ყველანაირ ომს მოიგებენ საბოლოო ჯამში.

2013 წელი, 4 ნოემბერი

ისრაელში ყველა და ყველაფერი მობილიზებულია ომისათვის. ახლა თავად ისრაელია საშიში მუსლიმური სამყაროსთვის. რაც უნდა გაერთიანდეთ მუსლიმები, ნუ იფიქრებთ, რომ ისრაელს დაამარცხებთ.

ამწუთას ვხედავ იესოს გაღიმებულ სახეს. მესმის ხმა: „ისრაელს ყოველთვის წვავდით, მაგრამ ვერ ერეოდით და ვერც მოერევით. ფრთხილად, ადამიანებო!“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაეცანით, როდის გაიმართება ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი

დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი – შვეიცარია.შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია 15 მაისს, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივ შოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები