სამშაბათი, მაისი 13, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა საერთაშიორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის
სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მეხუთე
საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაცის სტუ
ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის
პრობლემები (PCI 2023)“, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების
სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა და მასში საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის
პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის გარდა, მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების
აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი მუდმივი მონაწილეა კონფერენციისა, რომელიც, აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში 2006 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციის – „კიბერნეტიკისა
და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი
კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე
საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული
მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული
შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან,
უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა – “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების
პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის მოდელის გამოყენებით“
ჩართული იყო სექციის – „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“, პირველ სხდომის
პირველ მოხსენებად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი
გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე
წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება. „მოდელირება და
შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე გაკეთებული 14 მოხსენებიდან
ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება
დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“, – განაცხადა
ბესარიონ შანშიაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის:
ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული
ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი
მომსახურების თეორია; არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები
და ინფორმაციული ტექნოლოგიები. კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა
პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება
შპიგელის გამოცემის მიერ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები
კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ

რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი
(TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის
პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press,
აშშ).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაეცანით, როდის გაიმართება ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი

დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი – შვეიცარია.შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია 15 მაისს, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივ შოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები