„ჩემი შვილები ტერორისტებმა გაიტაცეს, ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ“ – მძიმე ისტორია ისრაელიდან
ისრაელელი ქალი, რომლის ვინაობა მისივე უსაფრთხოებისთვის უცნობია, CNN-ს უყვება თუ როგორ გაიტაცეს ტერორისტებმა მისი შვილები, მაშინ როდესაც მათ ტელეფონზე ელაპარაკებოდა.
„ტელეფონით ველაპარაკებოდი, რადგან მათთან არ ვიყავი. ისინი ცალკე, უსაფრთხოების ოთახში იმალებოდნენ. როცა ბავშვებს გარედან სროლის ხმები ესმოდათ, შეტყობინებები მომივიდა, რომ ტერორისტებს ადგილობრივების სახლში შესვლა დაეწყოთ.
სწორედ ამ დროს ჩემმა შვილებმა მითხრეს რომ კართან ვიღაცები იყვნენ და ოთახში შესვლას ცდილობდნენ. Მე მათ ვუთხარი, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, არ ეხმაურათ და უსაფრთხოების ოთახში დარჩენილიყვნენ. ვუთხარი კარი ჩაეკეტათ, მაგრამ რეალურად კარი არ იკეტებოდა ისე, როგორც საჭიროა. ვინ იფიქრებდა, რომ ტერორისტები ქუჩაში დაიწყებდნენ სიარულს.
ცოტა ხნის შემდეგ ტერორისტების არაბული ლაპარაკი მომესმა, ისინი ბავშვებს ელაპარაკებოდნენ. ჩემი შვილები ძალიან ახალგაზრდები არიან ამ ყველაფრის გამოსაცდელად. ერთი 12-ის, ხოლო მეორე 16 წლის არის.
ამის შემდეგ ბავშვებისაგან აღარაფერი გამიგია. ეს ყველაფერი ძალიან რთული მოსასმენი იყო ჩემთვის.
ტერორისტებმა ძალიან პატარა, 2 და 5 წლის უდანაშაულო ბავშვები აიყვანეს მძევლად. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, თავისთვის ეძინათ.
ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, ამას ვერ აღვწერ, მე არ ვიცი ჩემი შვილები რას სვამენ, რას ჭამენ, არ ვიცი ისინი ერთად არიან თუ ერთმანეთს დააშორეს, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ, არაფერი ვიცი“
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე
ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან...
ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი
2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...