პარასკევი, მაისი 9, 2025

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაარსებიდან 15 წელი აღნიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ორგანიზაციის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირად ჩამოყალიბების 15 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მოადგილეებმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ბიუროების
უფროსებმა გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო ხედვები
წარადგინეს.
გასული 15 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო ეფექტურ და
თანამედროვე, ევროპული სტილის ბიზნეს პროცესის შესაბამის ორგანიზაციად
ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაცია შეეხო, როგორც სააღსრულებო წარმოებას, ასევე არა
სააღსრულებო სერვისებს. დღეს წარმოება გამჭვირვალე, ელექტრონული და ქვეყნის
მასშტაბით, სრულად ხელმისაწვდომია.
ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, პროცესში გაიზარდა მედიაციის როლი. მაქსიმალურადაა
დაცული მხარეთა ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მედიაციის პროცესის
გაძლიერებასთან ერთად, იზრდება დავების მორიგებით დასრულების მაჩვენებელი.
სააღსრულებო წარმოებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით,
მიმდინარეობს პრევენციული კომუნიკაციისა და აღსრულების სამართლის შესახებ
საინფორმაციო კამპანია, როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ასევე ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებთან.
გაზრდილია არასააღსრულებო სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, მათ შორის, მზარდია
გამარტივებული საქმისწარმოების, ფაქტების კონსტატაციისა და ქონების შეფასების
სერვისების გამოყენების მაჩვენებელი.
გაიზარდა და პროგრამულად განვითარდა მოქალაქეთა კონსულტაციის სერვისი.
მინიმუმამდეა დაყვანილი მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სატელეფონო კონსულტაციის
მოლოდინის რეჟიმი. სრულად გაელექტრონულდა დაარქივებული მასალები და შეიქმნა
ციფრული არქივი.
აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს განვითარებას, როგორც საკანონმდებლო
ბაზის დახვეწის, ასევე, პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური
გამოყენების კუთხით. დაწყებულია მუშაობა წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის
გამოყენების დანერგვასა და პროცესის სრულ ავტომატიზაციაზე.
15 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის
მოადგილეები: ერეკლე ღვინიანიძე, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი. გაწეული
საქმიანობის შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განხილვის შემდეგ, სამსახურებრივი
მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ, 25 თანამშრომელს მადლობა გამოუცხადა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2008 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ბოლო სიახლეები