კვირა, მაისი 11, 2025

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს: მორჩით სისულელეებს, ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში ხართ „ქართული ოცნების“ მხარეს!

ქალბატონო პრეზიდენტო, ვის მხარეს ხართ? – ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა საქართველოს მოქალაქეობას უნარჩუნებთ, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მარტივად მიეცემა როგორც საქართველოს მოქალაქე, არის ტყუილი არგუმენტი. როდესაც ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებითაა საუბარი, სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდულია. უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მარტივი მაგალითი ვთქვათ – რუსეთის პასპორტით გადაადგილება ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული, საქართველოს პასპორტით კი უვიზოდ შეუძლია გადაადგილება. საფინანსო ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ დაყადაღების პროცესში ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელს შეუწყობს მისთვის ამ შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ 3 თვე დაელოდება, სანამ ეს კაცი დაალაგებს მის საქმეებს საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, ამიტომ პირდაპირ მივმართავ – ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი „ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ. რუსული ბრძანება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, გასაუქმებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოქალაქეობასთან მიმართებით. უფრო მეტიც, როცა გადამწყვეტი საკითხები იდგა, თქვენ ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით. მაგალითად: ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის შემთხვევაში, წარადგენდით კანდიდატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სურდა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საბჭოს წევრების არჩევის შემთხვევაში, ყოველთვის წარადგენდით კანდიდატებს, ვინც „ქართულ ოცნებას“ სურდა, იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში, წარადგინეთ ადამიანი და დანიშნეთ, რომელსაც ხმა არ ამოუღია და კლანის განმამტკიცებელია. ამიტომ კითხვა ისმის: ვის მხარეს ხართ?! – ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში ხართ „ქართული ოცნების“ მხარეს! ასრულებთ „ქართული ოცნების“ და რუსულო რეჟიმის დავალებას, როცა არ იწყალებთ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მორჩით ახლა ამ სისულელეებს, მარტივი კითხვაა თქვენთან: ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა უნარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებას, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. და კიდევ, სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პარასკევს გამოგვეცხადეთ – არა, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობაო. (ეს ყველაფერი) მე მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები