ორშაბათი, მაისი 12, 2025

„ხალხის ძალა“: გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არც ერთხელ გამოჩენილა

გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არცერთხელ არ გამოჩენილა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, სხვა 149 პირთან ერთად, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ. გადაწყვეტილების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. დოკუმენტში ასევე წერია, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენის მოხდენისთვის იყენებს“.

სანქციის მიზეზის განმარტება იმდენად არასერიოზულია, რომ გადაწყვეტილების უკან სრულიად სხვა პოლიტიკური მოტივი აშკარად იკითხება. გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა. დავით კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს და ენჯეოებს აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს. ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა.

ამერიკელები ქართულ საზოგადოებაზე მართლა რომ ზრუნავდნენ, აბსურდული მიზეზით სანქციებს კი არ დააწესებდნენ, საზოგადოებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას გაუზიარებდნენ და საზოგადოება თავად განსჯიდა, იყო თუ არა ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა მისთვის რაიმე საფრთხის შემცველი. თუმცა, ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველ ჯერზე ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას ჩაენაცვლონ და მისი სახელით ილაპარაკონ. ისინი ხშირად მიმართავენ ჰიბრიდული ომის ყველაზე უხეშ მეთოდებს და ცდილობენ, გაავლონ ზღვარი ქართულ საზოგადოებასა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, არა მის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება, არამედ მისგან 9 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკის ხელისუფლება. ხომ არ დაფიქრდებოდა ამერიკის ხელისუფლება, რომ მას ქართულ საზოგადოებაზე ასე უხეშად ზრუნვა არ ევალება? ასეთი ნაბიჯებით, გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედი ამერიკული ოფიციალური სტრუქტურები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ისინი ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ და ქართული საზოგადოების მიმართ უდიერ დამოკიდებულებას ავლენენ. ისინი ცდილობენ, თავს მოგვახვიონ აზრი, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ, თუ ძალაუფლებას გლობალური ომის პარტიის აგენტურა, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა დაიბრუნებს. ბუნებრივია, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ამ გზავნილს არასოდეს შეეგუება.

ყველას გვახსოვს, როგორ დაუწესდა ოთხ ქართველ მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები. ბრალდება მაშინაც არასერიოზული იყო და ამერიკის ელჩს, პრაქტიკულად, იმის აღიარება მოუწია, რომ მოსამართლეებს შეზღუდვები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესდათ. ამგვარი მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, რომელმაც, სამწუხაროდ, ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკაში აქტუალობა სრულად დაკარგა.

ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე უწესებენ კონკრეტულ ადამიანებს შეზღუდვებსა და სანქციებს, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურ ქართველ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ჯერ საქართველოში ბიზნესმენებსა და ჯარს ძარცვავდა, ხოლო ახლა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებით არის დაკავებული, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას აძლევენ. ყველას გვახსოვს, როგორ ხვდებოდა კეზერაშვილს ამერიკელი მაღალჩინოსანი, კურტ უოკერი, რაზეც ქართულ საზოგადოებას განმარტებაც კი არ მოუსმენია. საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში, კეზერაშვილს ამერიკელები მფარველობენ და მას ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში საკუთარი აგენტურის დასაფინანსებლად იყენებენ. სამწუხაროდ, დღემდე არავის უცდია, საზოგადოების ეს ეჭვი გაეფანტა და კრიმინალ ოლიგარქს, თუნდაც, ერთი განცხადებით გამიჯვნოდა.

ამ ყველაფრის მიზანი გასაგებია. გლობალური ომის პარტია საქართველოს მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში ვითარება რამენაირად არიოს და ხელისუფლება შეცვალოს, რისთვისაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც აქტიურად იყენებს. ბუნებრივია, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ქართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ხელისუფლებაზე თავდასხმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის გამოიყენებდა. ფარცხალაძეს მაშინვე გაუხსენეს მის მიერ 10 წლის წინ დაკავებული თანამდებობა და თქვეს, რომ მისი დასანქცირებით, ამერიკამ გაფრთხილება მთელ ხელისუფლებას გაუგზავნა, რაც იოლად პროგნოზირებადი იყო.

გლობალური ომის პარტია და მისი აგენტურა, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ოქტომბერ-ნოემბრისთვის ემზადებიან. მათი გათვლა არის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უარყოფით დასკვნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რასაც ისინი რევოლუციის მოწყობის კიდევ ერთხელ საცდელად გამოიყენებენ.
ბუნებრივია, ეს სცენარიც ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც გლობალური ომის პარტიისა და მისი აგენტურის ყველა წინა რევოლუციური სცენარი ჩავარდა. ამის მთავარი გარანტი კი ქართული საზოგადოებაა. საზოგადოება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ მისი ქვეყანა მეორე ფრონტის არგახსნისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და უკრაინიზაციაზე უარის თქმისთვის დაისაჯოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ჟესტია კატარისგან, სულელი ვიქნებოდი, მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მათ კატარმა უფასოდ შესთავაზა.პრეზიდენტის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავი რომელსაც „Air Force One“ სახელით იცნობენ, უკვე ხანდაზმულია და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობა 40 წელს აღემატება.როგორც ტრამპი აცხადებს, მოძველებული თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გასცა განკარგულება, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის დროს დამზადების ვადების გაჭიანურება მოხდა. ამ დროს კი, კატარისგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი დამზადდება, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ კატარის არსენალში არსებული „ბოინგ 747“-ით.„თანხა, რომელსაც ჩვენ ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის ვხარჯავთ, მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ასტრონომიულია. ვფიქრობ, შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი უარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი რომ მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი“, – განაცხადა ტრამპმა.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ბოლო სიახლეები