შაბათი, მაისი 10, 2025

მიხეილ სარჯველაძე: კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს განცხადება მოვისმინეთ. საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, კონტექსტი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. ვერც ერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიმართულებით ურყევი ნება იქნება ის ფაქტორი, რომელიც, ადრე თუ გვიან, შეგვაძლებინებს, რომ გავამთლიანოთ საქართველო. პირადად ჩემთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას, რაც არ უნდა შეფასება მიეცეს – იქნება ეს გაფრთხილება, მუქარა თუ ნებისმიერი სხვა რამ. რასაკვირველია, ეს თანაბრად მიუღებელია საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, არ არსებობს ფორმა, რომელიც შეიძლება, ამ უზენაესი ღირებულების რაიმე ფორმით ხელყოფის შესაძლებლობას ქმნიდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძეს კითხვით მიმართეს, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით რეაგირება გახლავთ მეტი ერთგულება გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას გულისხმობს. ადრე თუ გვიან, ეს იდეა განხორციელებადია, რადგან ასეთია ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, სპეკულაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლება სდუმს.

„წმინდა წყლის სპეკულაციაა, როდესაც ამბობთ, რომ დუმილია ჩვენი მხრიდან. ამ წუთას ვაკეთებ განცხადებას და ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელი რამ არის. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ, ახლა უერთგულოთ არა ქვეყანას, არამედ – პარტიას და დაარქვათ დუმილი, საქართველოს მხრიდან შემრიგებლური დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს ინტერესით ვინც მოქმედებს, ეს განცხადება ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს აქვს მტკიცე, ურყევი პოზიცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ვერასდროს შეურიგდება. კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შეუთავსებელია, დამთავრდა. მგონი, ამასთან დაკავშირებით ვისაც კითხვას დაუსვამთ, ყველასგან იდენტურ პასუხს მიიღებთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რუსეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავინდებურად პოპულარულია და სავსებით შესაძლებელია განხორციელდეს, თუ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიშობა”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები