სამშაბათი, მაისი 13, 2025

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

დღეს მას 39 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები