ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით“
„ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან არის ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული პრიორიტეტი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნდობის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზი გაესვა 1 თვის წინ, საგანგებოდ მიღებულ რეზოლუციაში.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის. ნდობის აღდგენა არის ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული პრიორიტეტი, ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. ერთი თვის წინ მივიღეთ საგანგებო რეზოლუცია, სადაც აისახა ჩვენი დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ და ამავე რეზოლუციაში ჩვენ ხაზი გავუსვით ნდობის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდგამთ ძალიან კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის...
2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული – კახა კალაძე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამ...
გივი მიქანაძე: 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად
მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს. რაღაც განსაკუთრებულ ეპოქაში ვართ და განსაკუთრებული მისია...
კახა კალაძე: “ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს”
,,ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს... რამდენიმე თვით ადრე, რა განცხადებები კეთდებოდა ზუსტად იგივე ადამიანებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან?!"...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და მკვლევრები TAD Week-ში მონაწილეობდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში...
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ჯო უილსონს: ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო : რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან "გუშინ საერთაშორისო მედიაში...