კვირა, მაისი 11, 2025

მამუკა მდინარაძე: ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ უბრალოდ იგონებენ

ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ უბრალოდ იგონებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის მისამართით, მის ოჯახზე იყო ფეიკ შეტევა.

„რაღაც რომ მოხდება, თითქოს მარტივად გეჩვენება, თუმცა არ იყო მარტივი იმ 210 ადამიანის მოძიება ერთი-ორი საათის განმავლობაში პირველივე წუთებიდან. არ იყო ასეთი მარტივი მათთან დაკავშირება, მათთან გადასვლა. სიცოცხლე გარისკა არაერთმა ადამიანმა. დღეს გავიგე იმ სოფლის რწმუნებულს რა გაუკეთებია და გაურისკია. როგორ გარისკეს მაშველებმა თავისი სიცოცხლე და როგორ გადავიდნენ ადიდებულ მდინარეზე, რომ ის ადამიანები ენუგეშებინათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით საპირისპირო, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რომ რამენაირად ამ სიტუაციიდანაც კი ისარგებლონ, რომ ტრაგედიით ისარგებლონ და ეს გამოიყენონ ხელისუფლების რაღაც დოზით დასაზიანებლად. ჯერ კახა კალაძის მისამართით, მის ოჯახზე იყო ფეიკ შეტევა, ახლა ე.წ. სქრინებს მიყრიდნენ, რომ ვიღაცები მორალისტები გახდნენ, ამ დღეების განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ და ახლა ამბობენ, ხომ არ დავემსგავსებით მათ, ამას ნუ დავაბრალებთო. მიხვდნენ, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, იმ ფეიკმა, რაც მის ოჯახზე იყო არ იმუშავა. კახა კალაძემ დეტალური სიზუსტით გამოაქვეყნა კამერები და ახლა სხვა რაღაცებს ლაპარაკობენ. ვიღაცებს ისიც აფიქრდება, წინასწარ იცოდნენო. ამასაც კი კადრულობენ. ამის კადრებას სხვა ძალა სჭირდება, რაც ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნიათ. ახლა, როდესაც გამტყუნდნენ ბოლომდე, ვიღაცებმა ამოიღეს ხმა და მოდი ნუ დავაბრალებთ ამასო, ვითომ პიარი რომ არ წააგონ. ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ უბრალოდ იგონებენ, ფეისბუქში დებენ, თავის აქტივში შლიან და შემდეგ ამას აზიარებენ რაც შეიძლება მეტი ნახვა რომ დაუგროვდეს. აჯერებენ ვიღაცას და მერე ბრაზდებიან ისინი. არ არის ეს საქციელი მორალთან ახლოს ჩავლილი და შეუძლებელია ამას არ მივცეთ ის შეფასება, რაც თითოეულ ადამიანს ამის მოსმენის დროს გონებაში გაუვლის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები