კვირა, მაისი 11, 2025

ნინო გიორგობიანი: მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უმძიმეს დღეებს გავდივართ, დღე და ღამე სტიქიის სალიკვიდაციო ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად, სამწუხაროდ, არაერთ ცრუ ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენა გვიწევს

მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უმძიმეს დღეებს გავდივართ, დღე და ღამე სტიქიის სალიკვიდაციო ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად, სამწუხაროდ, არაერთ ცრუ ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენა გვიწევს, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა შოვში, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად შოკისმომგვრელია პირადად ჩემთვისაც… ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ხელისუფლების ვალდებულებაა ნებისმიერ შემთხვევაზე დროული რეაგირება და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – მთავრობის ყველა უწყება ამ წუთამდე აქტიურად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ადგილზე კოორდინირებულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, სამხედროები, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა თუ სხვა უწყებების თანამშრომლები. ძალიან რთულია ამ მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავება, თუმცა, ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ნელ-ნელა წინ მივიწევთ.

ამ მძიმე დღეებში, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უმძიმეს დღეებს გავდივართ, როდესაც დღე და ღამე შოვში სტიქიის სალიკვიდაციო ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად, სამწუხაროდ, არაერთ ცრუ ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენა გვიწევს, რომლებსაც სტიქიის პირველი საათებიდან მოყოლებული სხვადასხვა მხრიდან და არაერთს ვისმენთ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია, რამდენიმე დღის წინ პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილმა იცრუა და სამაშველო ვერტმფრენები ხელისუფლებას არ შეუძენია… ამის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ გაკეთდა განმარტება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შსს-ს 3 ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და მოლაპარაკებაც დასრულებულია. ამას რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობამ იხილა, რომ სტიქიის ადგილზე ვერტმფრენები პირველივე საათებიდან აქტიურად, თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ ყველაფერი გააკეთეს ადგილიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანია გადარჩენილი! ამ სიტუაციაში კი, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენი იფრენდა, თუ რომელიმე სხვა…

აქვე, მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე ტყუილს, რომელიც ეს 2 დღეა აქტიურად ვრცელდება და ასევე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება: დეზინფორმაციაა, თითქოს, სტიქიის ზონაში მხოლოდ ჩვენი, ხელისუფლების პერიოდში აგებული კოტეჯები განადგურდა, საბჭოთა დროს ნაგებობებმა კი ღვარცოფს გაუძლო.
ოფიციალურმა პირებმა დღეს უკვე განმარტეს, რომ შოვში მდებარე კოტეჯების აბსოლუტური უმრავლესობა და ამის გარდა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დროს გაშენებული.

მოვისმინეთ ტყუილიც, თითქოს ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა წყალი, რაც ასევე სიცრუეა და მსგავს შეგუბებებს სტიქიამდე, წინმსწრებად ადგილი არ ჰქონია…და რომ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო.
სპეციალისტებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამ სტიქიის პრევენცია შეუძლებელი იყო!

აბსურდული ბრალდებები, რაც ასევე გავრცელდა, უკავშირდება რაჭიდან, ვითომ, ხე-ტყის უკანონო ჭრას, რამაც თითქოს პროვოცირება გაუკეთა ღვარცოფული მოვლენის განვითარებას… ტყუილია ესეც! სპეციალისტებმა ახსნეს, რომ შოვის მიმდებარე ხეობები და მწვერვალები, ხშირ შემთხვევაში, იმდენად მიუვალია, რომ ადგილზე 3 ხიდიანი მანქანებიც ვერ გადაადგილდებიან. ამასთან, აქ ტყის ყოველწლიური ნამატი აჭარბებს მოსაჭრელად გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.
ძალიან მალე სპეციალისტები დადებენ კვალიფიციურ დასკვნას და ცხადია, ეს უნდა გახდეს მსჯელობისა და ანალიზის საგანი, შესაბამისად, ბევრ კითხვას პროფესიონალები გასცემენ პასუხს.

თუმცა, მანამდე ალბათ, ამ უპრეცედენტო სტიქიასთან გამკლავების პარალელურად, ასეთ ცრუ ბრალდებებზე პასუხების გაცემა, სამწუხაროდ, ალბათ კიდევ მოგვიწევს…

არადა, ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს – ამ ძნელ წუთებში მაინც“, – წერს გიორგობიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები