პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

„სინამდვილეში“: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook-ჯგუფებში ამავე პარტიის fake-ანგარიშები აზიარებენ დეზინფორმაციულ ბანერებს, თითქოს, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ანგარიშებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

როგორც FB გვერდის „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. Fb გვერდი „სინამდვილეში“ განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა. ასეთის საჭიროება არ დამდგარა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ანგარიშები აზიარებენ დეზინფორმაციულ ბანერებს, თითქოს, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, უახლოეს მომავალში კი, აპირებენ ბელორუსული ვერტმფრენების შეძენას.

სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა. ასეთის საჭიროება არ დამდგარა. არც ირაკლი კობახიძეს და ვახტანგ გომელაურს გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები.“ – აღნიშნულია „სინამდვილეში“ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზაალ ანჯაფარიძე: ისე გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება

ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას. მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული, რომ 20 იანვრამდე შესაძლოა, ბევრ რამეზე წავიდეს. “ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება (მაგნიცკის სიაში მისი შეყვანა ჯერ ვერ გაბედეს), არის მათი  ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა. როგორც ამ დილას დავწერე, ვიდრე სანქციების ამბავი გაცხადდებოდა, ეს ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული (საამისოდ მიზეზები აქვთ - ომში ვერ ჩაგვრთეს), რომ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრ რამეზე წავიდნენ, თუ ნახეს, რომ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს საწადელს” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გურამ მაჭარაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს, ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა ფორმალურად დაასანქცირეს. „არ დაუშვა ომი საქართველოში. იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს. ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ეხლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში“, – წერს გურამ მაჭარაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ბრაჟეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. „შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას“, – წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.  

როდემდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზელენსკი ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ივანიშვილი დღეს თბილისის დე ფაქტო მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენი რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ქვეყნის დემოკრატიის განადგურება და კრიმინალური რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მის ყველა ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები