კვირა, მაისი 11, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული – საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს

„საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის და მისი უცხოელი ლობისტების ამ თემაზე წუხილი საქართველოს გარდაუვალი წინსვლით აიხსნება.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის კომუნიკე, რომელიც ოთხი პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო მიმართულება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა. ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული – საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს. ასევე, მათი ლობისტებიც უცხოეთიდან, ხელმოცარულნი რჩებიან. ცნობისთვის, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თვით უკრაინასთანაც კი. ამიტომ, უშედეგო იქნება ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან დაწყებული ახალი ნეგატიური პიარ-კამპანია. ჩინეთთან გაფორმებული მაღალი დონის სათანამშრომლო ხელშეკრულება ევროპას კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო, ბევრად უფრო სასურველი იქნება ევროპისთვის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპა ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში ღირსეულ წევრად დავბრუნდებით!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები