ყველა მნიშვნელოვანი თემა იყო დაფარული იმ მოხსენებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა, შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პრემიერმა წარადგინა დეტალური ანგარიში იმის შესახებ თუ რა მიმართულებებით, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. როგორი იყო განვითარების ტენდენციები მთელი წლის განმავლობაში. ეს ანგარიში შეეხებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროს. როგორც ეკონომიკის მიმართულებით საკითხებს, ასევე, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას. ასევე, ჯანდაცვას და სოციალურ თემებს, განათლებას, კულტურას, სპორტს. ყველა მნიშვნელოვანი თემა იყო დაფარული იმ მოხსენებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა, შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა კობახიძემ.