კვირა, მაისი 11, 2025

სოზარ სუბარი: ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს

„ნიკა გვარამიას რომ გამოუშვებ; სააკაშვილი რომ აცხადებს, ქართულ პოლიტიკაში ვბრუნდებიო და პრიგოჟინის ფანი რომ არის მთელი ქართული ოპოზიცია, რომელთაც ეგრევე გამოაცხადეს, ეს უნდა გამოვიყენოთ დროებითი ხელისუფლების შესაქმნელადო, რადიკალიზმთან დაკავშირებული ჩანაწერი ვერ შესრულდება და გასაგებია, რომ აქ შეუძლებელია რაიმე დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი.“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით,  ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას დააბრალოს.

„შეგახსენებთ, ოლივერ ვარჰეის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში და ჩვენმა ოპოზიციამ რუსეთის და პუტინის აგენტად გამოაცხადა, მას მერე, რაც ევროკომისიაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებულიო, დღეს აღარ მოიხსენიებენ ამ ტერმინებით. ვარჰეის განცხადება აბსოლუტურად არასწორია, მაგრამ მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, რადგან ეს არის ევროკავშირის პოზიცია. რატომ ვამბობ ამას: ხშირად ვამბობთ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ის თუ ტექნიკურად როგორ შესრულდა დავალება. რას ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილება? აქ არის ორი თემა: პირველი – არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის? ამ ბოლო დრომდე ევროკავშირი გაფართოებისთვის ნამდვილად არ იყო მზად და უკრაინის მოვლენების ფონზე ცხელ გულზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოდი, ვაჩვენოთ უკრაინას, რომ რადგან ამ ომში ებმება და მხარს კი ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ არ ვებმებით, ითქვას, რომ ვაძლევთ კანდიდატის სტატუსსო.

ბუნებრივია, აქ ჩაერთო მოლდოვაც, რადგან მას ჰყავს რუმინეთი და საქართველოც, რომელიც ლიდერიც იყო ამ ე.წ. ტრიოს ქვეყნებში, ამიტომ განზე ვერ დატოვეს, ამიტომ თქვეს, რომ ჩვენ ევროპულ პერსპექტივას გვაძლევდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ თვითონ რომ არ არის მზად ჩვენს მისაღებად, ეს აქეთ დაგვაბრალოს. მეორე ის, რომ საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გარკვეულ მოთხოვნებზე, მათ შორის, ომში ჩართვის მოთხოვნაზე წინ აყენებს. ამას არ გვპატიობენ და ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად გამოყენებული, რომ რამენაირად გვაიძულონ თამაშის ის წესები ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში რუსეთთან უფრო სერიოზულ კონფლიქტში შესვლა იგულისხმება, რომელსაც თავს გარედან გვახვევენ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები