კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთა სასამართლო მედიაციის მიმართულებით დახელოვნებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტები, დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ზურაბ გასიტაშვილმა განაცხადა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ამოქმედებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა ფორმატის ისეთ ერთობლივ ღონისძიებებსა და აქტივობებს, როგორიცაა „მრგვალი მაგიდა“, კონფერენცია, სემინარი, ლიტერატურისა და პუბლიკაციების მომზადება-გამოცემა.

„2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, ეს არის იმ უპრეცედენტო რეფორმების გაგრძელება, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს. უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის, სადაც შესაბამისი ფაკულტეტი სამართალწარმოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესს ევროპული სტანდარტების დაცვით ახორციელებს, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა აუცილებელი და მიზანშეწონილია. იმავეს ვიტყვი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან დაკავშირებითაც. დღეს ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი პუნქტები სტუდენტების დიაპაზონის მეტად გაფართოებას ემსახურება. მემორანდუმის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ სასამართლო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების უნივერსიტეტის ბაზაზე, სასწავლო კურსის სახით დანერგვა საჭირო და დროულია“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით მოხდება შესაბამისი სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა, რაც სილაბუსით გათვალისწინებული პირობების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ასოციაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლებაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკას საჩუქრად სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებული, პრაქტიკული და თეორიული მიმართულების ახალი გამოცემები გადასცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები