კვირა, მაისი 11, 2025

მამუკა მდინარაძე: რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია

რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ასეთი ბევრი, ცოტა აბსტრაქტული სიტყვების გამოყენება რატომ სჭირდება ადამიანს?! იმიტომ, რომ მტკიცებულება როცა არ არსებობს, ასეთი შეფასებებით უნდა გადაიფაროს ეს ყველაფერი. აღქმა – „გულწრფელი სურვილების ნაკლებობა“, წარმოიდგინეთ რა შეფასებაში შევდივართ იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, იმ რეზოლუციებში წერია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს დასჯილი. ასეთი „სიმართლე“ წერია იმ რეზოლუციებში. ეს რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია. დოკუმენტში, სადაც წერია, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, პოლიტიკურ თაღლითობაში დამნაშავე, რაც დაადასტურა ბეჭდით ევროპის სასამართლომ, უნდა იყოს გარეთ და სხვა ხალხი, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ამ ქვეყნის გადარჩენაში უნდა იყოს დასჯილი, ასეთი „სიმართლით“ არის ნაკარნახევი ეს განცხადებები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები.საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს.„გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას. 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები