კვირა, მაისი 11, 2025

ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს – რას ამბობდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2011 წელს რუსეთთან ურთიერთობაზე

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებით ვაჭრობის კუთხით, ნებისმიერი რამე შეუძლიათ შემოიტანონ, ფულიც შეუძლიათ შემოიტანონ, თვითონაც შეუძლიათ შემოვიდნენ, პროდუქციაც, მომსახურება, ნებისმიერი რამე ჩვენკენ უპრობლემოდ შემოდის. ჩვენ გვაქვს თავისუფალ რეჟიმი – აცხადებდა „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2011 წელს.

ჯაფარიძე მაშინ მიიჩნევდა, რომ რუსული ბაზრის გახსნა ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნებოდა, ქართული პროდუქციის დაბრუნება კი ჩვენთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი.

„თუ ბაზარი გაიხსნება, ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნება და ქართული პროდუქცია თუ დაბრუნდება, ჩვენთვის ეს ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს ღვინის ხარისხის ისევ გაუარესება და რაღაც, ეკონომიკური თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ღვინოს გავყიდით ჩვენ იქ, ჩვენთვის ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი. პოლიტიკური საკითხი ეს ნაკლებად არის, ეს უფრო სუფთა ეკონომიკური ხასიათის არის და ყველა შემთხვევაში ჩვენთვის მომგებიანი იქნება. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებით ვაჭრობის კუთხით, ნებისმიერი რამე შეუძლიათ შემოიტანონ, ფულიც შეუძლიათ შემოიტანონ, თვითონაც შეუძლიათ შემოვიდნენ, პროდუქციაც, მომსახურება, ნებისმიერი რამე ჩვენკენ უპრობლემოდ შემოდის. ჩვენ გვაქვს თავისუფალ რეჟიმი. პრობლემა არის იქითა მხრიდან და თუ იქითა მხრიდანაც იქნება ანალოგიური, ეს იქნება მომგებიანი როგორც ჩვენთვის, ისე რუსეთის ბაზრისთვისაც. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა“, – ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები