ეკა სეფაშვილი – 12 რეკომენდაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ კი წინასწარ, სტატუსის მისაღებად

Read Time:36 Second

საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩვენ კი ეს რეკომენდაციები მივიღეთ წინასწარ, სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას და გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. რაც შეეხება კრიტერიუმებს ამ პროგრესის შესაფასებლად, ეს უნდა იყოს გამოყენებული, რადგან არის სასარგებლო ინსტრუმენტი, როგორ ვაღწევთ ამ 12 რეკომენდაციას. სხვა ობიექტური ინსტრუმენტი პროგრესის შესაფასებლად არ არსებობს, რადგან აღქმა არის პერსონალური განსჯა და ამიტომ უნდა გვქონდეს ობიექტური ზომები. ცხადია, თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს და ახლა ბურთი თქვენს მხარესაა. თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ უნდა მიღებულიყო“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი: აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად
Next post გოგა ხაინდრავა: რაც დღეს რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს