აკია ბარბაქაძე: ვაზიანის ყოფილ აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა, ფაქტობრივად ნატო-ზე უარის თქმას ნიშნავს
ვაზიანის ყოფილ აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა, ფაქტობრივად ნატო-ზე უარის თქმას ნიშნავს – ამის შესახებ პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ განაცხადა.
„მე არ ვიცი ამ ხელისუფლებას პრორუსულს ვინ ეძახის, პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა. ვნახეთ, რა განცხადებები გააკეთა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი და განცხადება იყო ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და ემსახურებოდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვებას.
ჩვენ ვხედავთ ქმედებას ვაზიანის სამხედრო აეროდრომთან დაკავშირებით, ეს ფაქტობრივად, არის ნატო-ზე უარის თქმა. ეს არის ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო ბაზა არის ვაზიანის სამხედრო ბაზა და იქ არ შეიძლებოდა ამ ინფრასტრუქტურის შეტანა, ეს ნიშნავს ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე უარის თქმას. კოპიტნარში გააკეთონ, რატომ იქ არ აკეთებენ?! ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი კოჭის გაგორება პუტინისთვის და ამ საკითხში დაწინაურებულია ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს აქვს ეს ნიშა, რომ ის არის საქართველოში რუსული პროპაგანდის ფლაგმანი. მთელ მსოფლიოში დადის, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდის ნარატივები გააჟღეროს და დააზიანოს საქართველო.
მალე, ალბათ, ამათი პოლიტიკის შედეგად ყველა ქვეყანაში ჩაფრენას აგვიკრძალავენ და რა ინფრასტრუქტურას გვიქმნიან ვაზიანში? რომ რუსების სამხედრო თვითმფრინავები კარგად დაფრინდნენ?“, – განაცხადა ბარბაქაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები....
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა – ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ...
VIDEO: „ვეტოს რა თქმა უნდა მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელის სჭირდება საქართველოს…“ – სოზარ სუბარი
„ვეტოს რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელიც სჭირდება საქართველოს... აქვე 26 ოქტომბერი ნამდვილად იქნება რეფერენდუმი...
ირაკლი კობახიძე: უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე
უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი...
VIDEO: ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად – ბაჩო დოლიძე
ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო...
ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით
წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ...