კვირა, მაისი 11, 2025

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში

საბედნიეროდ პაატა მანჯგალაძის ქცევის ავკარგიანობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს პროგრესი. ეს ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ რეალურად ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია ავლენს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი არჩეული სტრატეგიაა ის, რომ რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველაზე სწორი გამოსავალი, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა იყო.

მისივე თქმით, როდესაც ამ შეთავაზებაზე უარს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას ხელის შეშლის სურვილი აქვს.

„დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ პირველივე დღეებში, როდესაც მივიღეთ ევროპული რეკომენდაციები. გამოვედით ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ვქმნით სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის მთელი ფუნქცია ის კი არ იყო, რომ მე განსხვავებულად ვიმუშავებდი, არა, მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთობლივად მუშაობა წარმართულიყო. ამ შეთავაზებაზე, რომელიც იყო ჩვენი კეთილგანწყობის დემონსტრირება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად მუშაობის თვალსაზრისით, როდესაც იღებ ცივ უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ ხელი შეგიშალოს. აბსოლუტურად გაშიშვლდა პრობლემა რაში მდგომარეობდა და დაინახა ყველამ, რომ რეალურად ისინი დესტრუქციულად იყვნენ განწყობილები. ამისგან თავდაცვის მიზნით გააკეთეს მუშაობის სიმულაცია, როდესაც მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. სხდომისა, რომელზედაც განსახილველი საკითხი არ არსებობდა. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტები გამოიყენებენ ესეთ არგუმენტს, როგორიც არის ხელის შეშლა ქვეყნისთვის, რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

ბოლო სიახლეები