სამშაბათი, იანვარი 20, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე – კონტექსტი ცოტა ბუნდოვანი იყო და ვერ გავიგე, რატომ მოიხსენია ზელენსკიმ საქართველო ბელარუსთან ერთად

ვერ გავიგე, რა კონტექსტში მოიხსენია ზელენსკიმ ბელარუსი და შემდეგ საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.

სამხარაძის შეფასებით, ზელენსკის განცხადების კონტექსტი ბუნდოვანი იყო.

„ჩემთვის ცოტა რთული გასაგები იყო, რას გულისხმობდა ზელენსკი თავის განცხადებაში. რეალურად, ვერ გავიგე, რა კონტექსტში მოიხსენია ბელარუსი და შემდეგ საქართველო. სჯობს, ვკითხოთ, რას გულისხმობდა, როცა ამას ამბობდა. ნატო-ში გაწევრიანებაზე თქვა, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხედავს მკაფიო სიგნალებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. ის კონტექსტი, რაშიც საქართველო მოიხსენია, ცოტა ბუნდოვანი იყო. ამიტომ, ვერ ვიტყვი, ეს კარგი ან ცუდი იყო. ვერ მივხვდი, რატომ იყო საქართველო ბელორუსთან ერთად მოხსენიებული. რაც შეეხება განცხადებას, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, ვისაც ეს უნდა, ნატო-ში უნდა გაერთიანდნენ, ვეთანხმები. ახლო წარსულში შემთხვევები გვინახავს, როცა ზელენსკის განცხადებები საქართველოში „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს ემთხვეოდა. მათ შორის გაიხსენეთ სააკაშვილის საკითხიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა.ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო ჭიჭინაძე – გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია – სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა...

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.„მადლობა იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან , უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ბოლო სიახლეები