სამშაბათი, იანვარი 20, 2026

თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, ქართველი ერი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება

ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება.

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდან ეს პოზიცია არის ურყევი, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია და არც ვუშვებთ სხვა ალტერნატივას, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით. ამ პოლიტიკაში ეწერება მათ შორის ის სამართლებრივი დავები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოვა სტრასბურგში, ჰააგაში და პირველად საერთაშორისო სამართლებრივ გზაზე განაჩენების სახით ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები. ამ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩნდება სამართლებრივი ბრძოლაც დეოკუპაციისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს, დეოკუპაცია კი ნამდვილად უნდა მოხდეს და მოხდება. საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა.ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო ჭიჭინაძე – გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია – სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა...

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.„მადლობა იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან , უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ბოლო სიახლეები