კვირა, დეკემბერი 22, 2024

„მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით, ისე გიყურებდით…“ – რას იხსენებს ექიმი მაკა ბულეიშვილი ჯაჭვლიანზე

ექიმი მაკა ბულეიშვილი მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, ექიმს სოსოსთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„პირველად, სოსო 30 წლის წინ გავიცანი. მე და უსიმპათიურესი ბადრი ჯაჭვლიანი, სოსოს ძმა სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში ვიყავით. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა დაიწყო და გაგრძელდა სოსოსთან. ჩვენო სოსო, მუდამ გედიად აღგიქვამდით. მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით ისე გიყურებდით… უფალმა დაგლოცოს სოსო! ადამიანებს სიცოცხლე აცადეთ!“ – წერს ექიმი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური, ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ პრეზიდენტის სასახლე...

რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება. „გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.  

გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ქალების ხორუმი! შიგ ევროპული ნოუ ხაუ! შემდეგი აქცია - მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით! შავი გედების ხორუმი უკუსვლით ბალეტიდან „გედბის ტბა“! სოლისტები- მადამ სალომე, ლяკა, სალომე სამადაშვილი, ზურა-გირჩი, კიკუ და ალეკო ელისაშვილი! შენ დაუკა!“ - წერს ხაინდრავა.

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

ბოლო სიახლეები