პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო სემინარი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაწესებული ახალი რეგულაციების გაცნობას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო სემინარზე, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტისა და სტუ-ის „მშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა-შემუშავებისა და მომსახურების ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, განიხილეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და – „შენობების, შენობების ნაწილებისა ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებები.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა, სამშენებლო სექტორის, დეველოპერული კომპანიების, საპროექტო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, ასევე, უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

სემინარზე საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა სტუ-ის „მშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა-შემუშავებისა და მომსახურების ცენტრის“ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების შესრულების განყოფილების ხელმძღვანელი, გაეროს შენობების ენერგოეფექტურობის და მდგრადი განვითარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, ნანი მეფარიშვილი. შენობების ენერგეტიკული აუდიტის, სერტიფიკატის მომზადების მეთოდებისა და დოკუმენტებში მონაცემების კვალიფიციურად გაანგარიშების მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების შესრულების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ევროკომისიის ენერგოეფექტურობის ექსპერტმა საქართველოში, სტუ-ის აკადემიურმა დოქტორმა ხათუნა სიჭინავამ.

ნანი მეფარიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო სიახლეების განხილვამ სემინარის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„საკანონმდებლო ცვლილებებსა და სიახლეებზე მსჯელობა, მათი შეჯერება და დისკუსიები უდავოდ მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორში დასაქმებული ორგანიზაციებისა და სპეციალისტებისთვის. ამასთან სემინარის ჩატარება დროულია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ცვლილებები უახლოეს მომავალში ამოქმედდება. სემინარის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რადგან მათთვის ღირებულია საჭირო ინფორმაციის მიღება მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებისგან. გადაწყდა რომ, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება და ჩვენი ცენტრი შენობების ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და ტრენინგებს ჩაუტარებს“, – აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.

სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები