კვირა, მაისი 11, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანს სურს დააკნინოს ჩვენი ემიგრაცია რუსეთში, 130 000 მხოლოდ იქ დაბადებული ქართველი იყო 2014 წლისთვის

“არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო და ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა დღეს ასე გააქარწყლო. ჩვენ არ ვყოფთ ემიგრაციას ქვეყნების მიხედვით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კელი დეგნანმა კარგად იცის, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ არ აწყობს ამის აღიარება

„სირცხვილია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან უკვე ამდენი ტყუილი. ბოლოსდაბოლოს, ელჩია და არა ნაცმოძრაობის რიგითი წევრი. ძალიან კარგად იცის კელი დეგნანმა, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ არ აწყობს ამის აღიარება დღეს და სურს დააკნინოს ჩვენი ემიგრაცია რუსეთში.

გარდა ამისა, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ციფრებს, თუნდაც ათი ათასი ცხოვრობდეს, არ უნდა ვიზრუნოთ მათზე?  ასე განსაზღვრავს ამერიკა საკუთარი ემიგრაციის რიცხოვნობას უცხოეთში?  არა, ასე არ არის. ისინი თითოეულ ემიგრანტზე ზრუნავენ, თუმცა ჩვენ არ გვაძლევენ ამის უფლებას. ცნობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოდან გასულია დაახლოებით 1.5 მილიონი მოქალაქე, აქედან მილიონზე მეტი რუსეთში იყო. ბუნებრივია, ემიგრაცია მოძრაობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი არალეგალია და მათი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, მაგრამ უხეში გათვლებით ჩვენ მაინც შევძელით ინფორმაციის მოპოვება. დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობისას, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის შემდგომი ინიციატივებისთვის.

სწორედ ამ ინფორმაციის თანახმად, 90-იანი წლებიდან 2014 წლისთვის უცხოეთში დაბადებული იყო დაახლოებით 250 000 ბავშვი, აქედან ნახევარზე მეტი – რუსეთში. ამ ინფორმაციისთვის იმუშავეს ქართველმა  პროფესორებმა და აკადემიკოსებმა და ყველას ვთხოვთ, პატივი სცენ მათ სტატუსს. არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო და ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა დღეს ასე გააქარწყლო. ჩვენ არ ვყოფთ ემიგრაციას ქვეყნების მიხედვით. ჩვენთვის ყველა თანაბრად საყურადღებოა და როგორც მისაღები იყო რუსეთისგან ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მისაღები იქნება უვიზო მიმოსვლა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი სახელმწიფოსგან – ამერიკისგან. დიდი ხანია ველით პირდაპირ ფრენებს ამერიკაში, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ, რატომღაც აგვიანებენ ან საერთოდ არ აკეთებენ. საგანგაშო ის არის, რომ სწორედ ოკუპანტი ქვეყანა აკეთებს ამას და არა მეგობარი”, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები