კვირა, მაისი 11, 2025

ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსთან დიასპორის კავშირს, რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია

დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, – სად არის აქ ლოგიკა?, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, არის ხელისუფლებისთვის ჯილდო. როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კონსტიტუცია ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყონ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება სანქციის დაწესებაზე და გაუქმებაზეც ცალმხრივი იყო და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვერ ექნება პოზიცია.

„ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული მხრიდან წინასწარ იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა რაც აძვირებს ხარჯებს ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რუსეთმა ამ ადამიანებს 2019 წელს დაუწესა სასჯელი – სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, როდესაც ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.

ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10%-18% ეკონომიკური ვარდნა, ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, – სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაც არის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებთ. ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები