კვირა, მაისი 11, 2025

დავით კაჭარავა: დღეს პრემიერის სიტყვაში ხაზგასმული იყო, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, სარწმუნოებას, ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩვენ ვომობთ თავგანწირვით

თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადახედავენ, ზუსტად ამ ღირებულებებისთვის თავდადებამ, სხვებისადმი პატივისცემამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. პრემიერის ამ სიტყვაში ყველაფერი იყო გადმოცემული, რომ ამ ყველაფრის გაერთიანებით მოვედით დღევანდელ დღემდე, რაც ძალიან დასაფასებელია, – ასე გამოეხმაურა უნგრეთში კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველომ განვითარება უნდა გააგრძელოს, მაგრამ არ უნდა დაკარგოს მთავარი ღირებულებები, უფლის რწმენა, სამშობლოს სიყვარული, ოჯახის და ერთმანეთის პატივისცემა, ის, რაზეც დგას საქართველო.

„დღეს ღირსეულ პრემიერს ჰქონდა ღირსეული გამოსვლა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს გაუსვა ხაზი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობისთვის იბრძვის და ეს მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დღეს პრემიერის სიტყვაში ხაზგასმული იყო, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, სარწმუნოებას, ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩვენ ვომობთ თავგანწირვით. თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადახედავენ, ზუსტად ამ ღირებულებებისთვის თავდადებამ, სხვებისადმი პატივისცემამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. პრემიერის ამ სიტყვაში ყველაფერი იყო გადმოცემული, რომ ამ ყველაფრის გაერთიანებით მოვედით დღევანდელ დღემდე, რაც ძალიან დასაფასებელია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ამ გზით უნდა გააგრძელოს საქართველომ განვითარება და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის. მშვიდობა იმიტომ, რომ ხალხს შევუქმნათ კეთილდღეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვვითარდეთ, საქართველოში კიდევ უფრო უკეთესი ცხოვრება შეიქმნას და უკეთეს სიმაღლეებზე ავიდეთ. მაგრამ ეს ღირებულებები, სამშობლოს, რელიგიის სიყვარული, ჩვენი წინაპრების, უფროსების და ტრადიციების პატივისცემა – ეს ყველაფერი თან უნდა გავიყოლოთ და ყოველთვის უნდა იყოს თანმდევი ჩვენი შემდეგი თაობების. ეს ყველაფერი ხომ მიზანმიმართულია და ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს – ძლიერი ინსტიტუტების მიმართ და არა მხოლოდ ინსტიტუტების, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ წამოწყებულია კამპანიაა, ეს იქნება წარსულში ჩვენი მეფეები, თუ დღევანდელი სპორტსმენები და დამსახურებული ადამიანები. ყველა ამ ძლიერ წერტილს ებრძვიან, რადგან რაც უფრო დაასუსტებ საზოგადოებას, დაშლი, დაანაწევრებ თუ ადამიანს, აღარ ექნება ღირებულებები, რწმენა ღმერთის, ოჯახის, აღარ ექნება თავისი წინაპრების და მეგობრების პატივისცემა, შემდეგ ამ ადამიანების მართვა ბევრად უფრო მარტივია. აქედან გამომდინარე, ისინი ეძებენ ზუსტად ძლიერ მხარეებს, რომლებიც ქართველ ხალხს გააჩნია და რომლებმაც საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ზუსტად იმ ძლიერ წერტილებში ცდილობენ როგორმე დაასუსტონ და ახალგაზრდა თაობაში ეს ყველაფერი გააუფერულონ და გააფერმკრთალონ. თითქოს არ არსებობენ გმირები, წარმატებული სპორტსმენები, თითქოს სამშობლოსთვის ისინი აღარ იბრძვიან. მათი სპიკერებისგან მოვისმინეთ, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს. ასეთი საშინელი რაღაცებით ცდილობენ ახალგაზრდებს მიაწოდონ ინფორმაცია, რათა ნელ-ნელა დააუძლურონ მეორე მხარე და შემდეგ მართონ. რა თქმა უნდა, სუსტის მართვა უფრო ადვილია. საბოლოო ჯამში მიზანი მიდის მართვამდე. მათ უნდათ, რომ მართონ ქვეყანა, ჩაიგდონ ქვეყნის მართვის სადავეები ხელში და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ძლიერი მხარეების დასუსტება. ჩვენთვის ძლიერი მხარეებია: რელიგია, სამშობლოს სიყვარული, ღირებულები, ოჯახი – ყველაფერი ის, რაც დღეს იყო კონფერენციაზე გაჟღერებული. ვფიქრობ, რომ აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგეები დიდი ნაბიჯებით მოდიოდნენ. დღეს მათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უკურეაქცია დაიწყო. რაღაც მომენტში უკვე გადალახეს მათ წითელი ხაზი. ამ კონფერენციაზე პრემიერის მიერ გაჟღერებული ეს სიტყვები ძალიან ხმამაღლა გაისმის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები