სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

მამუკა მდინარაძე – არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას სწორად იგებს

ტრადიციების დაცვა, იდენტობის შენარჩუნება და შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, არის მთავარი, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ პათოსით იყო გაჟღენთილი პრემიერის სიტყვაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში სიტყვით გამოსვლაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, არაფერია იმაზე ეროვნული და იმაზე ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება ამისთვის.

„ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ყველაფერი საუკეთესოს შენი ქვეყნიდან, შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან და სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც გაჟღენთილი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს. დიდ უმცირესობაში არიან ის პოლიტიკოსები თუ ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევენ. მაშინ მათ უნდა თქვან, სად დგანან, რა ღირებულებებია მათთვის მთავარი, თუ არა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული იდენტობა; რომელ მხარეს დგანან, როდესაც ამ ყველაზე სწორ საკითხებზეა საუბარი ქართული საქმის კეთებისთვის. ამავდროულად, ევროპული საქმის კეთებისთვის. ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი და ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება დღესაც და ხვალაც მხარს დაუჭერს, ისევე, როგორც წარსულში, ამ ღირებულებებზე ყოველთვის სწორი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმცირესობების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი უმცირესობის უფლების ზედმიწევნით დაცვას.

„სად ნახეს ან ძალადობა ან უმცირესობების უფლებების დარღვევა. პირიქით, ქართული სახელმწიფო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლება ზედმიწევნით იყოს დაცული, ნებისმიერი უმცირესობის ნება იყოს გამოხატული, კანონის დონეზე თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში როგორც ეს ადამიანის უფლებების დაცვის ნებისმიერი კონტექსტით არის გათვალისწინებული სწორად. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ გარკვეული პროპაგანდა უნდა იქნას თავს მოხვეული, ეროვნული ინტერესების, კულტურის, ჩვენი წარსულის, ღირსების, ღირებულებების და ზოგადად, ყველა საერთო ღირებულების საპირისპიროდ. ეს არის ის, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა. მაგალითად, გუშინაც იყო საუბარი, მაინც და მაინც კანონი ხომ არ სჭირდება. არა, კანონი ამას არ სჭირდება. არაჯანსაღ პროპაგანდას სჭირდება ჯანსაღი პროპაგანდა. ამორალურს სჭირდება სწორი მორალის დაპირისპირება. ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ იდენტობაზე და ღირებულებებზე, ისე წარმოაჩენენ ხოლმე თავს, უკაცრავად გამოთქმისთვის – გამოიშტერენ, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი. ოღონდ იმაზეა ლაპარაკი, რასაც ისინი აკეთებენ ხოლმე წლების განმავლობაში, რის წინააღმდეგაც იბრძვიან. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენლის მიმართ, ამ ინსტიტუტის მიმართ. სულ რომ არ იყო მორწმუნე, ხომ უნდა სცემდე პატივს შენს გუშინდელ დღეს, რაზეც ხვალინდელი უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ევროპულობას, ამ შემთხვევაში ქრისტინულ ევროპულობს, ტოლერანტობას, რაც სხვა ერების თუ კონფესიების, რელიგიების წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის ჰქონდა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, ამას ხომ უნდა სცემდე პატივს. ამის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ყველაფერს წარსულში რომ ებრძვიან, მათ შორის რელიგიასთან მიმართებით, ისტირიაში აღიარებულ ადამიანებთან მიმართებით, გმირ მეფეებთან მიმართებით, ამას რომ ებრძვიან, ახალი ამბავია? ამას ხომ ერთიანი ფრონტით უტევევენ ხოლმე. და ახლა, როდესაც ამის საპირისპირო სწორ მორალურ ღირებულებზე, იდენტობაზე, ქართულ იდენტობაზე, ქართულ კულტურასა და ტრადიციებზეა საუბარი, თითქოს ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი და რა არის სწორი ამ ქვეყნისთვის. სწორადაც ხვდებიან, მაგრამ ამას ებრძვიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები