სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

გია ბუღაძე: მინახავს დიდი ზვიადი გამსახურდია, აი, აქ, როგორ აღგვანთებდა ხოლმე, ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში

მივესალმები ჩემს ლეგენდარულ, დიდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე მივესალმები ზვიად გამსახურდიას სულს, რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი, აი, აქ, როგორ აღგვანთებდა ხოლმე, ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტის წინ, “ნაცმოძრაობის” ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგესალმებით, ქართველებო, მივესალმები ჩემს ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ გულით მეომარი ვარ, ამიტომ ჩემს მთავარსარდალს კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჯანმრთელობას, თავისუფლებას და, რაც მთავარია, საქართველოსა და უკრაინისთვის ბრძოლას. რადგან მხოლოდ მას შეუძლია, მართლა იხსნას საქართველო. ამ კაცს აქვს ის, რაც, სამწუხაროდ, არ აქვს უმეტესობას პოლიტიკოსებისას.

ასევე მივესალმები ლეგენდარული, დიდი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულს, რადგან ის ჩვენ აქ გვიყურებს. რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი, აი, აქ, როდესაც აქ იდგა და როდესაც მოგვიწოდებდა, როგორ აღგვანთებდა ხოლმე. მივესალმები, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავას სულს. სწორედ ამ დღეს, 9 აპრილს ბატონი მერაბის სიტყვები იყო, რომელმაც მოგვცა ენერგია, ძალა და გამძლეობა.

როდესაც მე, ახალგაზრდა ბიჭმა ზვიად გამსახურდიას დისერტაცია წავიკითხე გავოგნდი, რას ლაპარაკობდა ეს კაცი. მივხვდი, რომ დიდ ადამიანს ვეხებოდი, ეს იყო განსაკუთრებული. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში. მიხეილ სააკაშვილში ვნახე ეს მარადიული ქართველური სული, რომელიც დღეს ამათ ხელში მძიმედ არის. მაგრამ როგორი ძლიერია შინაგანად ამჩნევთ? თავისი სხეულის, თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ჩვენ როგორ გვამაგრებს. სანთელივით ანთია და თუ ახლა მიყურებს, ალბათ მიხვდა, მე რა ვიგულისხმე. სანთელივით იწვის მისი მარადიული სული, რადგან მასთან არის საქართველოს მარადისობა. ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გია ბუღაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები