ლევან ბეჟაშვილი: 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა – 2012 წლის შემდეგ კი შენი ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი მოსამართლეები გყავს
2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა – 2012 წლის შემდეგ კი შენი ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი მოსამართლეები გყავს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პასუხისმგებლობა ყოველთვის არსებობს ყველა მოქმედებაზე, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას აქვს ხანდაზმულობის ვადა და ეს ხანდაზმულობის ვადა გავიდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა. ეს ხანდაზმულობისა და პასუხისმგებლობის ვადა აქ ამოიწურა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ 4 მოსამართლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, არამედ ეს ფაქტი რეპუტაციულად ლახავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ამიტომ საჭიროა მყისიერი მოქმედება.
„აგონიაში მყოფი პირების განცხადებებია, თურმე ჩვენ ასეთი მოსამართლეები გვყავდა და ეს 2012 წლამდეც ცუდია. 2012 წლის შემდეგ უკვე შენი, როგორც ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი პირები გყავს მოსამართლეებად, ასეთ პირებს გამოატანინე პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისა და ხალხის წინააღმდეგ და ბუნებრივია ამაზე როცა დგას შენი ხელისუფლება, გამოდის, რომ სანქციები შენზეც გავრცელდება, იმიტომ, რომ დანაშაულებრივი როლი და ღვაწლი შენ გაქვს ამ სისტემის მშენებლობაში.
დღეს ამ მოსამართლეების წკავწკავი არავის არ აინტერესებს, მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, ეს ეხება ამ პირების გადაადგილებას აშშ-ში, თუ ხელისუფლება არ მოახდენს სწორ რეაგირებას, არ დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, იმ პოლიტიკოსების მიმართ, მათ შორის, პარლამენტსა და მთავრობაში, ვინც შექმნა ეს სისტემა, ვინც გარიგებაში შევიდა ამ პირებთან, უზრუნველყოფდა პოლიტიკურ მხარდაჭერას, ბუნებრივია, მათ მიმართაც განხორციელდება სანქცირება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა
პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს...
შალვა პაპუაშვილი: “დროა”, “სირცხვილია” – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?
გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და...
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,...
ირაკლი კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება
კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს...
პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობას” ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია
ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ...
ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით
უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ...