ორშაბათი, მაისი 12, 2025

ირაკლი კობახიძე: კორუფციაზე იყო საუბარი ბლინკენის განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები

მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე.

„კორუფციაში როგორც მოგეხსენებათ მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე. ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. მე მინდა რამდენიმე ფაქტი გაგახსენით, რომელიც პირდაპირ მინიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი ენჯეოს ლიდერი, ნაცმოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლო დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომელთა დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.ფრისის თქმით, გასულ კვირაში ლვოვში ასევე ხელი მოეწერა კონტრაქტებს, რომლის ფარგლებში მოხდება თანხების ინვესტირება უკრაინის თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში, მაგალითისთვის კი რაკეტებისა და დრონების წარმოება დაასახელა.

რომის პაპი ლეო XIV – დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი

რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.

ბექა ლილუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი

მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევის ფონზე ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე შეიძლება დაპირისპირება იყოს.„სამწუხაროა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის მომავალში აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად „იმედის“ პროპაგანდისა, მიუხედავად ტყუილებისა, რასაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას, უზარმაზარი სოციალური პრობლემები, უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი ქვეყნიდან, კორუფციის უზარმაზარი პრობლემები, ოპოზიციის შიგნით რაღაც საკითხებზე შეიძლება, ხდებოდეს დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია და ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია. ქართველი ხალხი მას ამ სივრცეს აღარ მისცემს. რაც უფრო მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმჯობესია. დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხების მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში სივრცის გაქრობამ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შიგნით რაღაც ბანერი აწიეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია

ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ატყუებდნენ.„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები