ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბიჭს ეძებენ.
მოზარდი სახლიდან დილის 11:00 საათზე გავიდა. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე იმყოფებოდა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბიჭის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი სამსახურები. მათთან ერთად, 9 წლის მოზარდს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებს.