ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აგენტობა არის სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო
ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ამერიკული კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესები შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მიღებული შედეგი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დადგებოდა.
„საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აგენტობა არის სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს ეს ურთიერთობა. თუ ხარ აგენტი, აპრიორი ხელს აწერ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული“, – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი შედეგი, რაც მმართველმა გუნდმა მიიღო, არის ბაკურიანის გეგმის პრევენცია, რომელიც მუდმივად აქტიურია და რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებს.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბაკურიანის გეგმის პრევენციას. „ენჯიოების“ მეშვეობით საქართველოში ერთხელ უკვე მოხდა რევოლუცია, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა. აქედან გამომდინარე, ბაკურიანის გეგმის პრევენცია იყო მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ „ენჯიოების“ მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობა“ აღარასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – მიიჩნევს კობახიძე.
მისივე თქმით, ასევე მოხდა ლიბერალური ფაშიზმის ანატომიის გამოვლინება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სალომე ქურასბედიანი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დაძლეული. „ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს...
ბოკუჩავა ხაზარაძეს: „ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ
„ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“ აღნიშნა, რითაც...
ზაალ ანჯაფარიძე: გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
ძალიან გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან, -...
სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისია აპელირებს, კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სინამდვილეში, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა
დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ...
ლევან ხაბეიშვილი: კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს
კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა....
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, არსებული ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უნდა გაუქმდეს
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. 24-გვერდიან დოკუმენტში,...