ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ
ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა;
„ასევე უძველესია ქართული დამწერლობა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა. ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.
ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.
ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.
სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა – ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და ვხუმრობთ, რომ პირველი ნიშნებია დემოკრატიული საზოგადოებისა, იმიტომ, რომ აქ არის თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილი. ამას ადასტურებს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები“, – განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დეპუტატი სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც
„ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება და წერს: „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის...
ჯიმ ო’ბრაიენი: სანქციებზე ენტონი ბლინკენის გუშინდელი განცხადების საფუძველზე სიას არ გამოვაქვეყნებთ, ამის გაკეთების საშუალებას კანონიერი უფლებამოსილება არ გვაძლევს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების...
სოფო ჯაფარიძე: ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ
ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა,...
მიხეილ სააკაშვილი: იმ “9 წლის” მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება
მთავრობამ პრაქტიკულად დამოუკიდებელი უნივერსიტეტების დახურვა დააანონსა, ასევე რუსთავის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების ცენტრს შეგნებულად ახრჩობენ, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს...
ბრეგაძე: ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით – შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში
საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც...
შოთა ხაბარელი: ჩვენო შვილებო, ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!
ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია....