ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

ფინანსთა სამინისტრო – „კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა

საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კეთილდღეობის გრძელვადიანი, ათწლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში.

„2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზე გავიდა, პოზიციის 25-ადგილიანი წინსვლით. საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სირთულეებია სამივე ჩართულ მხარესთან – უკრაინელებთან, რუსებთან და ევროპელებთან, თუმცა, მისი აზრით, „გარღვევას“ წარმოადგენს ის, რომ „ყველა სადავო საკითხი ღიად განიხილება“, მაშინ როცა „თავიდან იყო გარკვეული არეულობა და გაურკვევლობა“.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველაზე სადავო საკითხი ტერიტორიებია.„რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ოლქის ტერიტორიის კონტროლი. უკრაინელები ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, მაშინაც კი, თუ ისინი თავადაც აღიარებენ, რომ საბოლოოდ, სავარაუდოდ, დაკარგავენ დონეცკს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 12 თვეში, ან შეიძლება, მოგვიანებითაც. ამიტომ, ეს ტერიტორიული დათმობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მოლაპარაკებებში, მე ვიტყოდი, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.ამასთან, ვენსის თქმით, არსებობს რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც.„ვინ აკონტროლებს ბირთვულ ობიექტს ზაპორიჟიეში? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? ის უნდა აკონტროლოს ერთმა მხარემ თუ რამდენიმემ? რა მოხდება საბოლოოდ ეთნიკურ რუსებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან? რა ბედი ელოდებათ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში არიან? ბევრი რუსი სვამდა მსგავს კითხვებს. და, რა თქმა უნდა, არის უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხიც“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ვენსის თქმით, არ ეწინააღმდეგება გარკვეული საკითხების მედიაში გავრცელებას და მიიჩნევს, რომ ყველა მხარე მონაწილეობს მოლაპარაკებებში საკუთარი „კეთილი ნებით“. თუმცა, მშვიდობის მიღწევის პერსპექტივების შეფასებისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამოთქვა რწმენა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ სამშვიდობო გადაწყვეტამდე მივალთ. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობაა იმისა,რომ ამას მივაღწევთ,თუმცა ასევე დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ამას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვენსმა.

სახალხო დამცველი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ პარლამენტის მიღებულ კანონზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.როგორც ომბუდსმენის ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის ინიცირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში.„სახალხო დამცველმა  სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეთბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.დარწუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!სიყვარულითა და პატივისცემით,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი22.12.2025

კახა კალაძე – „პროგრეს ბანკის“ საქმეზე გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით

საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პროგრეს ბანკთან“დაკავშირებული პროცესების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ის თავს შეიკავებს კონკრეტიკისგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.„არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით.  დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, მათ შორის იმას, თუ რა არის გამოკვლევის საგანი.ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თბილისის მერმა დასძინა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

გააზიარეთ გთხოვთ-ბელა მაქაცარიას საზოგაოების თანადგომა სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ დის პოსტი . ბელა მაქაცარიას საზოგაოების თანადგომა სჭირდება. მას კუჭის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოჯქხმა მიიღო გადაწყევტილება ბელა თურქეთში გადაეყვანათ. ამჟამად ბელა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. დიაგნოზის გადამოწმება და შესაბამისი კვლევების ჩატარება ვერ ხერხდება, რადგან დაბალი ჰემოგლობის გამო თავში ჰემატომები განუვითარდა. მის მოსაცილებლად საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ამ ეტპზე მიმდინარეობს ჰემოგლობინის ხელოვნურად აწევა, რათა დაიგეგმოს ოპერაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროცედურები დროსთან არის დაკავშირებული ოჯახი ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. დახმარების მსურველებსთანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ შეგიძლიათ:#GE85TB7527045061100066 -თბს#GE92BG0000000528224003 -საქართველომიმღები და მარიამ მაქაცარია .მეგობრებო თქვენი გულისხმიერების დიდი იმედი მაქვს''-წერს გივიკო დიდია

ბოლო სიახლეები