თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს, რომ განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.
„პრეზიდენტმა ხშირად რომ დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, კარგი იქნება. ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.