მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მაშინდელი გენშტაბის უფროსი აცხადებდა, ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო და მერე ჩვენ დაგვდევდნენ დერეფნებში შეკითხვით – ომი ვინ დაიწყოო
ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები. 2007 წლის მაისიდან დაწყებული, სამხრეთ ოსეთი რომ დაარქვა ხელახლა სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონს, ადმინისტრაციული ტერიტორია რომ მოუხაზა, იქით კოდორის და ზემო აფხაზეთის თემა და ა.შ. მერე, 2008 წლის ომის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ სააკაშვილი, თავისი გაგზავნილი ხალხის მეშვეობით, ხელი მოუწერა იმაზე, ომიც ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაულიც ჩავიდინეთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული ამ ჩანაწერის ავტორები, დღეს, „ქართულ ოცნებას“ რუსეთს ადარებენ იმ ფონზე, როდესაც გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა თავადვე აცხადებდა, რომ ქართული მხარე ჩქარობდა, რათა რუსეთს არ დაესწრო ცხინვალში შესვლა. მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ქართულმა მხარემ, თავადვე მოაწერა ხელი ომის დანაშაულის აღიარებას იმ მოტივით, რომ დოკუმენტში ოკუპაციაც ეწერა.
„ომის დანაშაული უღიარა და ხელი მოუწერა, იქ ოკუპაცია ეწერაო, ყველა პირობა შეუქმნა, თითქოს, ტურისტებად შეიძლებოდა ვინმეს მოეხსენებინა რუსი, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები. ჩვენ ვხედავდით 7-8 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბარს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს 7-ში ღამე გრადებით დაბომბვა, 8-ში მთელი დღე ყველა მათი ტელევიზიის, ნიუსი იყო, როგორ წავიდნენ წინ, როგორ უტევდნენ. მათი გენშტაბის უფროსის განცხადებები, ფილმი რომ აქვთ გადაღებული, იქ დღემდეა – ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო – და ამის მერე, ჩვენ დაგვდევდნენ დერეფნებში, ომი ვინ დაიწყოო. ამ ხალხთან გვაქვს საუბარი, ამათგან უნდა გაგიკვირდეს პუტინის ფრაზებს ამოჭრიან თუ რას იზამენ? არათანმიმდევრულობის პიკი აქვთ და ღალატის ფორმულაა მთლიანად „ნაცმოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...