ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

გიგა ბოკერია: ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ

ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც 102 წლის წინ საბჭოთა კავშირმა დაამხო, შინაარსით ევროპული-დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო. ამ ტრაგიკულ დღეს, 25 თებერვალს, როდესაც საქართველოს პატრიოტები ჩვენს თავისუფლებას შეეწირნენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასი წლის წინ, იმ მოკლე პერიოდში, ქართველმა ხალხმა მოახერხა ფუნდამენტურად დასავლური ქვეყანა აეშენებინა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, თუ რატომ ერჩოდა ქვეყანას რუსეთის სტალინისტური საბჭოთა იმპერია. ეს არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად მაგალითია იმისა, თუ რა არის ჩვენი სამოქალაქო ერის ბუნება.

ტრაგიკულია ის, რომ 1921 წლის 25 თებერვალს გაღებული მსხვერპლი ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბჭოთა ჯოჯოხეთში თაობებმა გადაიხადეს ფასი.

ახლა გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენ სასარგებლოდ იცვლება. იქმნება ვითარება, რომელიც 1921 წელს ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ. ჯერჯერობით, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ის პოლიტიკური ღირებულებები, რაც პირველი რესპუბლიკის შემქმნელებს ჰქონდათ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დღევანდელი ისტორიული ფანჯარა დაიხუროს ისე, რომ ჩვენ პუტინისტურ ჭაობში ჩავრჩეთ. ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ. ამას ეძღვნება ეს აქცია.

უნდა გვახსოვდეს მსხვერპლი და პატივი უნდა მივაგოთ მას! უნდა ვიცოდეთ, რამხელა ტრაგედიაა, როცა შანსს ხელიდან უშვებ და ისტორიულ ფანჯარას ვერ იყენებ!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

ბოლო სიახლეები