გურამ მაჭარაშვილი: მოწინააღმდეგეთა მიზანია, რომ ეს კანონპროექტი „გაშავდეს“ – მათთვის შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გამჭვირვალობის რეესტრი არ არსებობდეს. ამიტომ, კანონს ხან „რუსული“ უწოდეს, ხან – „ანტიამერიკული“
მოწინააღმდეგეთა მიზანია, რომ ეს კანონპროექტი „გაშავდეს“. მათთვის შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გამჭვირვალობის რეესტრი არ არსებობდეს. ამიტომ, კანონს ხან „რუსული“ უწოდეს, ხან – „ანტიამერიკული“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები კანონპროექტის წაუკითხავად აკრიტიკებენ მას, რაც მათ სხვა მიზნებს წარმოაჩენს.
„ბოლო სამი დღეა, შეგნებულად ვთხოვ ჟურნალისტებს, რომ დამისვან კითხვა და შესაბამისი მუხლი მომიყვანონ კანონპროექტიდან – რომელია რუსული ან რომელი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ამას ვერ ახერხებენ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ასეთი მუხლი იქ არ არის. სამაგიეროდ აქვთ დაზეპირებული ფრაზა, რომ ეს კანონი შემზღუდველია და თითქოს ამით არასამთავრობო სექტორის საქმიანობა იკრძალება – კანონპროექტის მეორე მუხლში წერია, რომ ეს კანონი აიპების და, მით უმეტეს, მედიასაშუალებების საქმიანობას არ კრძალავს. მეტსაც გეტყვით, იყო საუბარი, რომ ამერიკული კანონი მედიასაშუალებებს არ ეხებოდა. პირიქით, ამერიკული კანონი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. ერთადერთი, ვითომ „დათქმა“ არსებობს, რომ მასობრივ საშუალებებს არ ეხება, ოღონდ აქვე არის პირობა: „თუ ის არ იმართება, ან არ ფინანსდება უცხოური ძალის მიერ“. და თუ არ ფინანსდება, ეს კანონი არც ჩვენთან ეხება.
თუ ამერიკელები და ევროპელები ამეორე კანონსაც დაიწუნებენ, რომელიც ამერიკული კანონიდან პირდაპირი თარგმანი იქნება, ეს ნიშნავს, რომ როგორც სახალხო ენაზე ამბობენ ხოლმე, „შარზე არიან“ და ლუსტრაცია და ფინანსური გამჭვირვალობა არ სურთ. მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კანონით გავაგრძელოთ პირველი მოსმენა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...