ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ნიკა გვარამია: ღარიბაშვილმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო უამბიციო გეოგრაფიული ერთეულია, რომლის ინტერესი ბნელ კუთხეში ჩუმად ჯდომაა

მოკლედ გამოვეხმაურები ბოლო დღეების ამბებს:
✔ ღარიბაშვილი მიუნხენში ისე გადავიტანე, როგორც რაღაც მნიშვნელოვანის სიკვდილი. პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო უამბიციო გეოგრაფიული ერთეულია, რომლის ინტერესი ბნელ კუთხეში ჩუმად ჯდომაა. – ამის შესახებ მსჯავრდადებული “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წელს.

“უკრაინას არა თუ მხარი დაუჭირა, საერთოდ არ ახსენა და ომის გადაწყვეტა “დიდი ბიჭების” მიერ დადებული ზავით, უკრაინის გარეშე და რუსეთის მონაწილეობით ისურვა. მან ფაქტობრივად დაგმო უკრაინა, როგორც მშვიდობის არმდომი, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი, ყველასათვის ტკივილის მომტანი. ახლა ვიგებ, რომ 24 თებერვალს კიევში მიწვეული ქართული ხელისუფლება დემარშს აწყობს და უკრაინაში არ ჩადის. ამ ყველაფერს მარტივი და ცალსახა სახელი ჰქვია: ღალატი. საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი მომავალი თაობების, დასავლური ცივილიზაციის, ისტორიის ნათელი მხარის ღალატი!

✔ კანონი აგენტების შესახებ ღალატის ერთ-ერთი ეპიზოდია. ის მიღებული იქნება და მალე გადაიფარება ხელისუფლების კიდევ უფრო უარესი გადაწყვეტილებებით. ეს ავტორიტარული კრეშენდო ფორტისიმოს წლის ბოლოს მიაღწევს, რომ შემთხვევით ევროპამ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭოს. სტატუსზე უარი “ქართული ოცნებისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

✔ ძალიან მნიშვნელოვანია სენატორ შაჰინის და სენატორ დურბინის ვიზიტი. უმნიშვნელოვანესია ვიზიტის მთავარი თემაც – შავი ზღვა, როგორც ევროპული უსაფრთხოების ახალი ფორპოსტი. ზუსტად ამაშია საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ატრაქტულობა. თუმცა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი მიმზიდველობა, რაც მას ერთადერთს და შეუცვლელს გახდის, არის მისი დემოკრატია და ადამიანური რესურსი – ქართველი ხალხი. ამის პირველი რიგის ინტერესად არ განხილვა არც გონივრულია და მორალურ ლეგიტიმაციასაც მოკლებულია. საქართველოს “სტაბილოკრატიად” განხილვა მას არაფრით განასხვავებს აზერბაიჯანისგან. პირიქით, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ისეთი სტაბილური, როგორიც აზერბაიჯანია და არც ნავთობი გვექნება არასდროს. ჩვენი უპირატესობა ჩვენს ხალხში და მის მისწრაფებაშია, ლიბერალური დემოკრატიის მიმართ. ყველა, ვინც საქართველოს პირველ რიგში გეოპოლიტიკური, სტრატეგიული თუ ეკონომიკური სტაბილურობის პრიზმიდან უყურებს, უნებურად ხდება რუსი ოლიგარქის ავტორიტარული ეკვილიბრიუმის ნაწილი. ხოლო სადაც რუსეთია, იქ არც სტაბილურობაა და არც რამენაირი წარმატება. იქ არც დასავლეთის ადგილი არაა. ვისაც არ სჯერა, უკრაინას შეხედოს და მის მიმართ დასავლეთის ომამდელი დამოკიდებულებები გაიხსენოს.

✔ თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩავიდა. თან ვულოცავ უკრაინელებს, თან არც მიკვირს – ასე იქნება ამიერიდან სულ, რადგან უკრაინელები ამას იმსახურებენ! მათ თავისი ბრძოლით მოიპოვეს ეს! და რას იმსახურებს ქართველი ხალხი? – ჩემი აზრით, ყველაფერს საუკეთესოს, არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანიც ასე ფიქრობს. თუმცა, ჩვენ არ გამოვდგებით შემფასებლად – ჩვენ მიკერძოებულები ვართ. მთავარია, რას იტყვის მიუკერძოებელი მსაჯული – ისტორია. რას იტყვის, თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?

✔ 24-ში, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვიქნები აქციაზე. მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლადაც წადი შენ! იქ არის ჩვენი ადგილი, ისტორიულიც, გეოპოლიტიკურიც და მორალურიც!” – წერს ნიკა გავარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ბოლო სიახლეები