ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ირაკლი ნადირაძე – ხვალ 16 ქვეყნის 17 ქალაქში გაიმართება სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის

ხვალ 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან და ასევე ბათუმში გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ეს არის საერთაშორისო აქცია, რომელიც 16 ქვეყნის 17 ქალაქში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, როგორც პარტიის წევრები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის განცხადებით, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან.

„ეს არის ფეიგინის მიერ დაანონსებული აქცია და ამით კიდევ ერთხელ დავანახებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე, პირადი პატიმარი და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენს ხმას საერთაშორისო საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ პარტიული აქცია, იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროევროპული პარტიის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ციხეში დარჩენა ნიშნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმას. შესაბამისად, ეს არის არა ერთი პარტიის გამოწვევა, არამედ ჩვენი საზოგადოების გამოწვევა, რომ საქართველომ საბოლოოდ არ დაკარგოს შანსი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს.

„24 თებერვალსაც შევიკრიბებით და შევუერთდებით აქციას, რომელიც ეხება უკრაინის მხარდაჭერას და ასევე საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება 24-ში, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქციები, პროტესტი გაგრძელდება 25-შიც, 26-შიც და ყველა მომდევნო დღეს, ვიდრე არ შეიკრიბება ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. პარტიის მიერ დაანონსებულ ყველა აქციაზე, დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივად იქნებიან წარმოდგენილნი ყველანი, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ქვეყნის თავისუფლება რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან“, – აღნიშნა ნადირაძე.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ნადირაძის თქმით, „შიდა ამბები აღარ აინტერესებს მხარდამჭერებსა და მოსახლეობას“.

„თავად მელიას უნდა ჰკითხოთ, თუ არ ჩანს. ეს შიდა ამბები აღარ აინტერესებს ჩვენს მხარდამჭერებსა და მოსახლეობას, მათ აინტერესებთ ბრძოლა. პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აგრძელებს ყველა რაიონში, სოფელში სიარულს და გაძლიერებას პროტესტის იმ მუხტის, რომელიც საჭიროა კრიტიკული დიდი აქციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები მიხვდნენ, არჩევნები დიდი ხანია, რაც დასრულდა და ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ამ მთავარი ამოცანებისთვის“, – განაცხადა ნადირაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ბოლო სიახლეები