ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მეუფე შიო: მთავარი აზრი ამ ცხოვრების ქმედით სიყვარულშია – მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის

მთავარი აზრი ამ ცხოვრების არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის, – ამის შესახებ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვოირაო ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მან ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღის შესახებ იქადაგა. მისივე თქმით, დღეს წაკითხული სახარება გადმოსცემს საშინელი სამსჯავროს სურათს, ალეგორიულად, იგავური ფორმით.

„რატომ ეწოდება საშინელი ამ სამსჯავროს? რა არის მასში საშინელი? არის ის, რომ როდესაც დადგება ეს დღე და ჩვენ წარვდგებით უფლის წინაშე, აღმოჩნდება, რომ არასწორად ვცხოვრობდით. აღმოჩნდება, რომ ჩვენი სული ცარიელია, მადლის გარეშეა, ჯეროვნად არ ვიღვაწეთ და იმიტომ, რომ მთავარი აზრი ამ ცხოვრების (დღევანდელი სახარება ამას გვაჩვენებს ჩვენ), არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის. არა მხოლოდ იმისთვის, ვინც ჩვენი ახლობელია და ვინც ჩვენ გვიყვარს, არამედ ყველასთვის. ყველა მოყვასია, ყველა, ვისაც ჩვენ ვჭირდებით, ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება და სიყვარული და აი დღეს, სახარებაში სწორედ უფალი მოგვითხრობს ჩვენ რაში მდგომარეობს ეს სიყვარული, რომ მოყვასის მსახურებას, მოყვასისადმი გამოვლენილ სიყვარულს უფალი იესო ქრისტე აიგივებს თავის თავთან, მის მსახურებასთან, მის სიხარულთან აიგივებს. და აი, ჩვენ რომ იქ წავდგებით, მაშინ მივხვდებით იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო, გვქონდა ამის დრო, რომ გვყვარებოდა ღმერთიც, გვყვარებოდა მოყვასიც, როგორც უფალი გვასწავლის, გვყვარებოდა საკუთარი თავიც მართებულად, როგორც ამას ასევე გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ დაგვენახა საკუთარ თავში სიდიადე ჩვენი ხატებისა და მსგავსებისა, ღმერთის ხატებისა. სიდიადე ჩვენი მოწოდებისა, როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ ჩვენ ვართ მოწოდებულნი, რომ საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ.

წარმოიდგინეთ, როგორი სიდიადეა ადამიანის ბუნებაში. და აი ჩვენ შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა დავრჩით. ჩაგვიარა ამ ყველაფერმა, ისე ვიცხოვრეთ. აი, ამაში მდგომარეობს ეს საშინელება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად მიმდინარეობს ამაო საზრუნავებში, როგორც მორევში ვართ ჩათრეული აი, ამა სოფლიურ ამაოებაში და თითქოს, თავს ვიმართლებთ იმით, რომ დრო არ გვრჩება, რომ ვიფიქროთ მთავარსა და სულიერზე, ასევე თავს ვიმშვიდებთ იმითაც, რომ ღმერთი მოწყალეა, რომ ღმერთმა შეიწყალა უძღები შვილი, ღმერთმა შეიწყალა ავაზაკი, უფალმა აპატია მეძავს. აი, ამით ვიმშვიდებთ თავს. რა თქმა უნდა, უფალი მოწყალეც არის და ჩვენც შეგვიწყალებს უფალი, მაგრამ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ამათ ყველამ გამოიჩინეს უდიდესი სინანული და დიდი რწმენა.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, აი ამ კვირა დღეს, როდესაც მარხვამდე რჩება ერთი კვირა, ჩვენ წმინდა ეკლესია გვაფრთხილებს, რომ სიკვდილი ცოდვილისა არის ძალიან მძიმე. და რომ ეს საშინელი სამსჯავრო არ არის რაღაც საფრთხობელა და რაღაც მოგონილი რამ, არამედ არის სინამდვილე, რომელსაც თავად უფალი იესო ქრისტე ჩვენ გვასწავლის.

თუ წინა კვირას ჩვენ, ვიმეორებ, უძღები შვილის სინანულზე და შეწყალებაზე გვესაუბრებოდა წმინდა ეკლესია, დღეს ჩვენ გვაფხიზლებს, მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ, რომ ვეცადოთ აი, ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში. ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკოთ ჩვენ. აი, ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ ჩვენი წმინდა ეკლესია და უფალმა ინებოს, რომ ჩვენ შევისმინოთ ეს მოწოდება, ვინაიდან ეს არის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხები. და ინებოს უფალმა, რომ ჩვენ ავირჩიოთ სიცოცხლე, სიცოცხლის გზა, რომელიც დაგვაყენებს ჩვენ მარჯვენით ღვთისა და რომელიც შეგვიყვანს სასუფეველში, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დღეს ლოცავენ კეწელაშვილებს, ბეჟანიძეებსა და ბაბლუანებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ბოლო სიახლეები