თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სად გაქრა ღირებულებებით სავსე ევროპა, რომელზეც ჩემი თაობა ასე ოცნებობდა და რომლისთვისაც სისხლიც კი დავღვარეთ?
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპატლამენტის მიერ მიღებულ რეზოლიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლეთში დემოკრატიის სერიოზული კრიზისია, რაზეც ეს რეზოლუციაც მეტყველებს.
„30 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და არჩევანს ვაკეთებდით ოკუპანტ რუსეთსა და ღირებულებებით სავსე დასავლეთს შორის, ალბათ, ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ დღეს ასეთი დილემის წინაშე დავდგებოდით.
სად გაქრა ის ევროპა, რომელზეც ჩემი თაობა ასე ოცნებობდა და რომლისთვისაც სისხლიც კი დავღვარეთ? სად არის დღეს დემოკრატიის შუქურა, რომელიც გზას გვინათებდა ახალ ლაბირინთებში სასურველი სახელმწიფოს შესაქმნელად? სად გაქრა ჩვენი მოლოდინები?
ეს ყველაფერი ტყუილი არ იყო, ეს ყველაფერი ტყუილად აქციეს დღეს. ევროპამ ვერ გაუძლო დასავლეთის წნეხს და ერთ დიდ ჭაობად იქცა. ხან რუსეთის ზეგავლენა, ხან ამერიკის, ვინ იქნება შემდეგი? ფაქტია, დღეს ევროპა დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის და არც ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას.
დასავლეთი დღეს რუსეთს ეჯიბრება ადამიანის უფლებების დარღვევაში, სამშობლოს სიყვარულისთვის პიროვნების შევიწროებაში, ქონების წართმევაში და უსამართლო კრიტიკაში.
ბიძინა ივანიშვილისთვის დღეს გამოტანილი რეზოლუციით ევროპამ გაგვაფრთხილა ყველა ქართველი, რომ არ გავბედოთ სამშობლოს სიყვარული, არ გავბედოთ საკუთარი ხალხისთვის სიკეთის კეთება, თორემ ამისთვის დაგვსჯიან თითოეულს. ჩვენ თურმე მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ, რაც მათ სურთ, ამაზე ხომ ბრძანებით მიგვითითეს. ეს ყველაფერი კი ძნელად ასატანია თავმოყვარე ერისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: უჩას პორნოფაილები – თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ
რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი...
ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი – ეს არის ღალატი
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის...
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...