გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნეა პრორუსული „ქართული ოცნება“
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნეა პრორუსული „ქართული ოცნება“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით მედია, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ამ მეორეხარისხოვან საკითხებს, მით უფრო კარგად წავა ქვეყანა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმი მართავს. ადამიანებს სამუშაო ადგილები არ აქვთ, საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობს, ფასები უკიდურესად იზრდება. უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციური პარტიები საერთოდ ამ დიალოგში შედიან, რადგან პირდაპირ ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმის განმტკიცების და გამაგრების ერთადერთი გზა, რომ ოპოზიციაში დაქსაქსულობა და გახლეჩილობა შემოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს. ეს ჩემი გასარჩევი არ არის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნე არის პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ღალატის პარტიად ჩამოყალიბდა, ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ლაჩრულ განცხადებებს აკეთებს, თავს ესხმის უკრაინას, დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმასაც კი ბედავენ, რომ დასავლეთს ასწავლიან ჭკუას, მედიათავისუფლება როგორ სტანდარტებში უნდა იყოს.
ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ განვითარების გზას აგვაცდინეს. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის მეორეხარისხოვანი საკითხები, რომელშიც ჩართული ხართ მთელი მედიასაშუალებები და პოლიტიკურ ჭორაობად დავამსგავსეთ ტელევიზიაში დისკუსიებიც. ჩემთვის ჭორიკანობაა საუბარი იმ შეთქმულების თეორიებზე, რომელიც სადღაც რომელიღაც პარტიაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება არ მაინტერესებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...