ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული
ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი, ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება.
„მინდა კიდევ ერთხელ შევაფასო არსებული სიტუაცია, მიმდინარე ვითარება. იცით, რომ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები. კერძოდ, 10,1 % არის 2022 წლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს იყო პერიოდი, როდესაც ინფლაციამ მიაღწია 12 და 13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინის ომის შემდეგ. ამას ევროპაში ომიდან გამოწვეული ინფლაციაც დაარქვეს. ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას. კერძოდ, 9,4%-ია უკვე მიმდინარე ინფლაცია, რაც შეიძლება ითქვას, რომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა, რომ, მაქსიმალურად, კიდევ უფრო შევამციროთ ინფლაცია. მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დრეს მსოფლიოს და ჩვენ ხალხს დრეს აწუხებს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული. ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი. ლარის კურსი არის სტაბილური და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...