ორშაბათი, მაისი 11, 2026

ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას

ათონელი ბერი მამა ნეოფიტე მეფე ერეკლესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვიდეო მიმართვაში ათონელი ბერი ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, მომავალ თაობას და მას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში.

მისივე თქმით, ლევან ბერძენიშვილი მომავალ თაობას ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მათ.

„ლევან ბერძენიშვილს მიაყენეს შეურაცხყოფაო. შეურაცხყოფა რომ მიაყენეს ჩვენს მართლმადიდებლობას, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, შეურაცხყოფა რომ მოგვაყენეს ჩვენ მაგით, თითოეულ ჩვენგანს, ეგ არავისთვის არაფერს ნიშნავს? მაგას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში. ეგ არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ებრძვის ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, თითოეულ თქვენგანს, მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, იმათ, რომლებიც ოჯახში გეზრდებათ, რომლებიც უნდა გაიზარდონ ვაჟკაცებად, ღმერთის ერთგულებად, რომლებმაც თავი უნდა შესწირონ ღმერთის ერთგულებაში ცხოვრებას. ადამიანი მომავალ თაობას, თქვენ შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას. და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეველა ბალახივით რომ არის ამოსული. დაუდექით გვერდში ჩვენს უფალს, თქვენს სამშობლოს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით შეურაცხყოფას აყენებენ და ინტრიგებს ხლართავენ. შეცდომაში შეჰყავხართ. დავუდგეთ გვერდში ჩვენს დედა ეკლესიას, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი საყვარელი სამშობლო, საქართველო და დღემდე მოგვიყვანა ჩვენ. მართლმადიდებლობაა ყველაზე დიდი ზნეობა და იმიტომ ებრძვიან, ამ ათასი გახრწნილი, საშინელი რაღაცეებით, რაც დღეს ტელევიზიით გადმოიცემა და რყვნიან მომავალ თაობებს“, – ამბობს მამა ნეოფიტე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წინადადებაზე ირანის პასუხს გაეცნო და უკმაყოფილოა – „არ მომწონს, სრულიად მიუღებელია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წინადადებაზე ირანის პასუხს გაეცნო და უკმაყოფილოა.მისი თქმით, თეირანის პასუხი მიუღებელია.„ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი. ეს არ მომწონს – სრულიად მიუღებელია!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის წინადადება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა მოლაპარაკებები უფრო სადავო საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სურს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ეტაპობრივად ჩამოაშოროს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მას სურს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ეტაპობრივად ჩამოაშოროს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას.ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მას ასევე, სურს გააძლიეროს კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.ამასთან, როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ისრაელი ყოველწლიურად დაახლოებით 3.8 მილიარდ დოლარს იღებს სამხედრო დახმარების სახით, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 2018 წლიდან 2028 წლამდე ისრაელს ჯამში 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.„მსურს,ნულამდე შევამცირო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა – სამხედრო თანამშრომლობის ის ფინანსური ნაწილი, რომელიც გვაქვს,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერის განცხადებით, ახლა შესაფერისი დროა ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობების „გადატვირთვისთვის.“„არ მინდა, შემდეგ კონგრესს დაველოდო, მსურს, ახლავე დავიწყო“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.ისრაელს აშშ-ის კონგრესში სამხედრო დახმარების საკითხზე გრძელვადიანი ორპარტიული კონსენსუსი ჰქონდა. თუმცა, ღაზას ომის დაწყების შემდეგ კანონმდებლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა გაუარესდა. ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ში ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შემცირება „თითქმის 100%-ით კორელაციაშია სოციალური მედიის გეომეტრიულ ზრდასთან“.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.სამების ტაძარში საეკლესიო კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაა შედგენილი.ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტაძრის ეზოზე, გაფართოებული კრების მიმდინარეობისას საკათედრო ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა.კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პატრიარქი თავად მიიღებს.სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს და გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც ირანთან კოორდინაციით განხორციელდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ და ფრანგულ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ირანის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ მას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს.როგორც ემანუელ მაკრონმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მაგივრად გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც „ირანთან კოორდინაციით“ განხორციელდება.ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური მისია, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად დაახლოებით 50 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს.

მეუფე შიო – მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების...

მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

ბოლო სიახლეები