ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს სტარტი აიღო პრესტიჟულმა ტურნირმა ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემმა.
პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზში დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ვიხილეთ.
ქართველმა ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ლამაზი გდებით იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.
ტურნირზე დღეს გამომსვლელმა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა – თემურ ნოზაძემ (60კგ),ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.
შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში ხვალ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....
VIDEO: გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელი საჩუქარი კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს თავისი მაისური აჩუქა. საჩუქარი პაპას გიორგი ქოჩორაშვილის მამამ გადასცა....