მიხეილ ყაველაშვილი: იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? – კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო!
დასავლეთი რატომ გვინდა? კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განვითარების გამო, მაგრამ ვხედავთ ადამიანებს ევროპარლამენტიდან, რომელთაც სირცხვილის გრძნობა არ აქვთ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, ზეწოლა, რომელსაც დასავლეთში მოქმედი გარკვეული ძალები, სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო აძლიერებს.
„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? – კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო! არც კი გვეკითხებიან, საქართველოს ოფიციოზსაც არ უსვამენ კითხვებს, სიმართლეა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზელენსკი, რომელიც ამხელა ომშია ჩართული და რომელსაც მთელი მსოფლიო შესცქერის, შეჩეჩებული ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი რას ვუძლებთ! ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ზეწოლა ჩვენ უფრო გვაძლიერებს“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...