შაბათი, მაისი 9, 2026

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში შეფასებულია ქვეყნის საერთო შესაძლებლობა, შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ ევროკავშირის კანონთა კრებული, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებაში, მეორადი კანონმდებლობა და ევროკავშირის პოლიტიკა.

ანალიტიკური ანგარიში წარმოადგენს სტრუქტურულ შეფასებას 1993 წელს კოპენჰაგენში ევროპული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან და ევროპული საბჭოს შემდგომ დასკვნებთან მიმართებაში. ის ეფუძნება საქართველოსთან ევროკავშირის ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და საქართველოს პასუხებს დეტალურ კითხვარებზე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსგან 2022 წლის 11 და 19 აპრილს მიიღო.

ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ნაწილს. ის ასევე უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ სტრუქტურას ორმხრივი დიალოგისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესის მონიტორინგისთვის. ეს ანალიტიკური ანგარიში არ ეხება საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

აღნიშნული ანგარიში ასახავს სიტუაციას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, როდესაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება საქართველოს განაცხადის შესახებ. ანგარიში იყენებს შეფასების შემდეგ სკალებს: ადრეული ეტაპი, მომზადების გარკვეული დონე, ზომიერად მომზადებული, მომზადების კარგი დონე და მომზადების მაღალი დონე.

ანალიტიკური ანგარიში ისეთი სფეროების მიმოხილვასა და შეფასებას მოიცავს, როგორიცაა მართლმსაჯულება, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა, რესურსები და სოფლის მეურნეობა, საგარეო ურთიერთობები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

დონალდ ტრამპი – სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, დიდად ვაფასებ, რომ...

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10 და 11 მაისს). ეს დღეები რუსეთში აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე, თუმცა ასევე უკრაინაშიც, რადგან ისინი მეორე მსოფლიო ომში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან“.„ეს მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული. დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმედია, ეს იქნება დასაწყისი იმ ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასასრულისა. მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით შედეგს“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები